ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№25

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 04.07, 2021 წელი

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

ჩერჩილი: თუ შეატყობ, რომ მთავრობა მოგწონს, სასწრაფოდ ფსიქიატრს მიაკითხე.

ნაპოლეონი: ერთგული ვარ, სანამ მიღალატებენ. კეთილი ვარ, სანამ იმსახურებენ.

რუსო: გემი წყალში არ იძირება, ის იძირება მაშინ, როცა წყალი მასშია. არ არის საინტერესო, რა ხდება ჩვენ გარშემო, მნიშვნელოვანია, ჩვენში რა ხდება.

ვოლტერი: ორი შიში მაქვს ცხოვრებაში: პირველი – ყალბი ადამიანების, მეორე – ღმერთის.

ტოლსტოი: ადამიანის დაკარგვაზე კიდევ უფრო ცუდი მასზე წარმოდგენის დაკარგვაა.

ჟვანეცკი: მე სიცოცხლეში მიმატოვეს. ჩანს, გამიმართლა. საშინელებაა, რომ კვდები და მერე გტოვებენ.

ფროიდი: შუა საუკუნეებში მე დამწვავდნენ, ახლა მხოლოდ ჩემს წიგნებს წვავენ.

გაბრიელ ქიქოძე: ზნეობის სწავლა, სიცრუის მოძულება, ყოველი სიბრუნდის მორიდება სამი-ოთხი წლიდანვე უნდა ასწავლონ, მიაჩვიონ მშობელთა თვისნი შვილნი, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ უფრო საკუთარი ქცევით.

ვოვენარგი: დრო წყვეტს, ვის უნდა შეხვდე ცხოვრებაში. გული წყვეტს, ვინ გინდათ ცხოვრებაში. ქცევები კი წყვეტს, ვინ რჩება თქვენს ცხოვრებაში.

მამა პაისი: არასოდეს შეწყვიტო ლოცვა, მაშინაც კი, თუ ღმერთმა მოგცა ის, რაც სთხოვე.

კოელიო: ჯობია, არავის სჭირდებოდე, ვიდრე ვინმე გიყენებდეს.

სტენდალი: ძაღლის ერთგულების იმედი ბოლომდე იქონიე, ადამიანის – შემთხვევამდე.

გრინი: ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველას ჩვენნაირი გული აქვს – აი, რა გვანადგურებს.

ადისონი: ბედნიერებისთვის საჭიროა, რაღაც აკეთო, ვიღაც გიყვარდეს და რაღაცის გწამდეს.

განდი: ერთის სიყვარული ლიდერობის ნიშანია.

შოუ: მამაკაცები რომ ქალებში ერკვეოდნენ, ცოლს არასდროს მოიყვანდნენ.

შანელი: თუ მამაკაცი ფიქრობს, რომ ქალი დაამარცხა, ესე იგი, ქალმა დიდი ხანია, მას განაჩენი გამოუტანა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი