ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№24

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 27.06, 2021 წელი

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

ტოლსტოი: ბევრმა იცის, როგორ იცხოვროს, მაგრამ რა ცოტა ცხოვრობს კარგად.

მეუფე ისაია: ურწმუნო შიშით ცხოვრობს, მორწმუნე კი – იმედით.

მონტენი: რაც უფრო ცოტას იფიქრებ, მით უფრო ნაკლებად გეტკინება.

დოსტოევსკი: თავდაჯერებული მაშინ ხარ, როცა საკუთარ თავს სხვას არ ადარებ.

ვოვენარგი: ერთხელ მოტყუებული ყველაფერში ყოყმანობს.

ბერნარდ უილიამსი: არ არსებობს ისეთი ღამე და პრობლემა, რომელსაც ვერ დაამარცხებს მზის ამოსვლა და იმედი.

ცვაიგი: მრისხანება ნებადართულია მხოლოდ საკუთარ ცოდვებზე, საკუთარ უგუნურ აზრებსა და სიბრაზეზე.

გოეთე: თქვენ რომ იცოდეთ, როგორ იშვიათად ესმით ჩვენი ადამიანებს, ხმას არ ამოიღებდით.

ფროიდი: მასებს არასდროს ჰქონიათ ლტოლვა ჭეშმარიტებისადმი. მათი მოთხოვნა ილუზიაა, რომლის გარეშეც ცხოვრება არ შეუძლიათ.

გურჯიევი: საკუთარ თავზე დაკვირვება, თვითგაშინაგანება ძალზე ძნელია.

კონფუცი: სიბნელის წყევლას სჯობს, ერთი პატარა სანთელი დაანთო.

ვოლტერი: რა ჩქარა ქრება ადამიანი, არასასურველი ხალხის გარემოცვაში.

ბუდა: რა განსხვავებაა მომწონს და მიყვარს შორის? როცა ყვავილი მოგწონს, წყვეტ მას, ხოლო როცა გიყვარს, წყალს უსხამ.

რუსო: თუ გყავს ადამიანი, რომელსაც შენი მაშინ ესმის, როცა არაფერს ამბობ, გაუფრთხილდი მას.

ჟვანეცკი: გარდაცვლილი ადამიანები უფრო მეტ ყვავილებს იღებენ, ვიდრე ცოცხლები, რადგან სინანული უფრო ძლიერია, ვიდრე მადლიერება.

ფრედი მერკური: თქვენ ვერ მიიღებთ სიამოვნებას ქალისგან, თუ მის გაგებას შეეცდებით.

უაილდი: ქალი, რომელსაც მხოლოდ სიყვარული ძალუძს, მოსაწყენია. გაცილებით საინტერესოა ქალი, რომელსაც სიძულვილიც შეუძლია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი