ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№48

ავტორი: „თბილისელები“ 17:14 30.11, 2020 წელი

დონალდ ტრამპი
დაკოპირებულია

რობერტ ბოში: მე ვიხდი მაღალ ხელფასებს არა იმიტომ, რომ ბევრი ფული მაქვს, არამედ იმიტომ მაქვს ბევრი ფული, რომ მაღალ ხელფასებს ვიხდი.
კონფუცი: შენს აზრებს სტუმრებივით მოექეცი, ხოლო შენს სურვილებს ისე, როგორც შვილებს.
ჩერჩილი: თქვენ გაქვთ ძალაუფლება, თუკი სხვები ფიქრობენ, რომ თქვენ გაქვთ ძალაუფლება.
უმბერტო ეკო: გარდაქმენი შური აღტაცებად, სიძულვილი – თანაგრძნობად.
მონტენი: კეთილშობილი ადამიანი სთხოვს მხოლოდ საკუთარ თავს, პატარა ადამიანი კი მუდმივად მოითხოვს სხვებისგან.
უაილდი: შენ არ შეგიძლია ქარის მიმართულების შეცვლა, მაგრამ ყოველთვის შეგიძლია, აღმართო იალქნები მიზნების მისაღწევად.
ოშო: სული, ეს არის ფუფუნება, რომელიც უნდა დაიმსახურო. ბოლომდე მზა სულით ჯერ არავინ დაბადებულა.
ჰესე: ბედნიერებაა ტალანტი და არა რამე ხელშესახები საგანი.
გიბონი: არასდროს მიგრძნია თავი იმაზე ნაკლებად მარტო, ვიდრე, როცა ნამდვილად მარტო ვყოფილვარ ჩემს თავთან.
ჰაბარდი: სიმარტოვე იმის არსებობის ატანაა, ვისაც შენი არ ესმის.
დოსტოევსკი: ყოველ დღესა და საათს, ყოველ წუთს გულში ჩაიხედე და თავს დააკვირდი, რომ შენი სახე ღვთისნიერი იყოს ყოველთვის. შეიძლება, ბრაზითა და მრისხანებით შეპყრობილმა პატარას ჩაუარე გვერდით და ვერც შენიშნო. ის ბავშვი კი დაგინახავს და შენი სახე, იმ წუთს სამარცხვინოდ უწმინდური, სამუდამოდ ჩარჩება დაუცველ გულში.
მამარდაშვილი: ძალიან დიდი ხნის განმავლობაში წინ უსინათლონი მიგვიძღვოდნენ. ისინი არა მხოლოდ თავად იყვნენ ბრმები, არამედ იმათაც აბრმავებდნენ, ვინც ცდილობდა, თვალხილული ყოფილიყო.
გურჯიევი: ბავშვები მუდამ ჩვენი მაგალითის მიხედვით უნდა შევაფასოთ.
მანდელა: მამაცი ადამიანია არა ის, ვისაც არ ეშინია, არამედ ის, ვინც შიშს ებრძვის.
ჩესტერფილდი: როცა კაცები საუბრობენ ფულზე, ისინი ფიქრობენ ქალებზე.
მელიხანი: ცუდია, როცა მამაკაცსა და ქალს შორის სიყვარულის გარდა საერთო არაფერია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი