ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00
ზვიად გამსახურდია: თუ გსურს, ერი ან ადამიანი გახრწნა და გადააგვარო, მას არა მხოლოდ უნდა დაავიწყო წარსული, არამედ უნდა გაუყალბო კიდეც იგი. თავისი ჭეშმარიტი გმირები ბოროტმოქმედებად და უნიათო კაცუნებად დაუსახო და მედროვენი და მოღალატენი კი – გმირებად.
უაილდი: ძალიან ბევრი ადამიანი შეშინდებოდა, სარკეში ჩახედვისას მათი სახის ნაცვლად მათი სულის ანარეკლი რომ დაენახათ.
ეზოპე: თუ ადამიანი მხოლოდ მაშინაა კეთილი, როცა მას სხვები უყურებენ – ეს მხოლოდ როლია და არა კეთილშობილი ბუნება.
ოთარ ჭილაძე: დარჩი იქ, სადაც შენი მაშინაც ესმით, როცა არაფერს ამბობ.
ვოვენარგი: არასდროს მისცე ნება წარსულს, განსაზღვროს შენი მომავალი.
ვოლტერი: სიყვარული ბრიყვის სიბრძნეა და ბრძენის სიბრიყვე.
სენეკა: თუ გსურს, იყო ბედნიერი, ორი რამ უნდა გაანადგურო – მომავლის შიში და წარსულის ცუდი მოგონება.
კარნეგი: ბედნიერება არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ ხართ ან რა გაქვთ, არამედ იმაზე, თუ რას ფიქრობთ.
ილია მეორე: ადამიანის ცხონებას მისი პირადი ნება განსაზღვრავს, ქვეყნის კეთილდღეობას კი – მადლმოსილი ადამიანების სიმრავლე.
მამა გაბრიელი: ღმერთის წინაშე ყოველი ცოდვა ზღვის კენჭებივითაა, არ არსებობს ცოდვა სინანულს რომ აღემატებოდეს. ჯერ ღმერთია მკურნალი, მერე – ექიმი.
პაისი ათონელი: ღმერთს ლამაზი სიტყვები არ სჭირდება, მას წრფელი გული სჭირდება.
ჭაბუა ამირეჯიბი: ადამიანი შეცდება და გაკადრებს რაღაცას, არ უნდა მოგივიდეს გული, თვარა, მან რომ თავისი შეცდომით ჩაიდინა, იმ შეცდომაზე უარესს ჩაგადენინებს წყენა და გაბრაზება.
მონტენი: სიმშვიდე დაუმარცხებელი პასუხია ცხოვრების ყოველ გამოწვევაზე.
რუსო: რა საშინლად გამოიყურება ჩვენი ცოდვები, როცა ამას სხვები სჩადიან.
საშა გიტრი: დამოუკიდებელი არის ქალი, რომელმაც ვერ მონახა ისეთი მამაკაცი, რომელსაც ენდომებოდა, რომ ამ ქალზე ყოფილიყო დამოკიდებული.
შანელი: თუ ქალს უყვარდი და გიღალატა, იცოდე, იგი ამას შენ გარეშე ვერ შეძლებდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
