ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00

შიმონ პერესი: თუ გსურს, ლიდერი იყო, ხალხი კი არ უნდა მართო, არამედ უნდა დაეხმარო მათ.
ნიცშე: ყველამ, ვინც ოდესმე ახალი სამოთხე ააგო, თავდაპირველად ძალა საკუთარ ჯოჯოხეთში იპოვა.
ვოვენარგი: ადამიანის ნამდვილ სახეს მაშინ დაინახავ, როცა მას აღარ დასჭირდები.
ჩერჩილი: მას შემდეგ, რაც დემოკრატია განმტკიცდა, ჩვენთან ერთ ომს მეორე ცვლის.
რანევსკაია: არიან ადამიანები, როგორც მალფუჭებადი პროდუქტი, რაც უფრო თბილად ექცევიან, მით უფრო მალე ლპებიან.
ომარ ხაიამი: იქ, სადაც მთავრდება სიტყვები, იწყება სიბრძნე მდუმარებისა – ცხოვრების დიდი მასწავლებლისა.
ჯორჯ ორუელი: ხალხი, რომელიც ირჩევს მოღალატეებს, მექრთამეებს, მატყუარებს, ქურდებსა და თაღლითებს, მსხვერპლი არ არის, თანამონაწილეა.
ბუკოვსკი: პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ვეძებთ ვინმეს, ვისთან ერთადაც დავბერდებით. არადა უნდა ვეძებოთ ისეთი ადამიანი, ვისთანაც ბავშვებად დავრჩებით.
იოანე ოქროპირი: ღვთის მცნებების მისაღებად უბრალოება გქონდეს, ეშმაკის მახის თავიდან ასაცილებლად კი – სიფრთხილე.
ილია მეორე: თუ გინდა, გაიმარჯვო, ისწავლე მოთმინება.
ეფრემ ასური: ბევრი ესაუბრე ღმერთს, ცოტა ელაპარაკე ადამიანებს.
შოუ: ნამდვილი ჯენტლმენისთვის აუცილებელია სამი უმაღლესი განათლება: საკუთარი, მამის და ბაბუის.
მოემი: სიყვარული არის მაშინ, თუ შენში ყველაზე ცუდ მხარეს ხედავს და მაინც უყვარხარ.
ჩესტერფილდი: ზოგჯერ ცოდვებს ნანობ, ზოგჯერ – შეცდომებს, ზოგჯერ კი – ადამიანებს.
ვოლტერი: ერთ დღესაც დაიღლები, დაიღლები და მიხვდები... რომ ყველაფერი გააკეთე არაფრისთვის.
ბუასტი: უკეთესი წამალი საკუთარი მწუხარებისა ის არის, როცა სხვას მწუხარებისგან იხსნი.
სოფი ლორენი: ჭკვიან ქალს მამაკაცები ამჩნევენ, ხოლო ლამაზებს, უბრალოდ, ხალხმრავლობაში გამოყოფენ.
კოელიო: არის რაღაც განსაკუთრებული ქალში, რომელიც მამაკაცის სამყაროში დომინირებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან