ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№37

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 28.09

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

ფროიდი: ადამიანი რაც უფრო სრულყოფილია გარეგნულად, მით მეტი დემონი ჰყავს შიგნით.

მონტენი: ცხოვრებისგან ვერაფერს ისწავლი, თუ ფიქრობ, რომ ყოველთვის მართალი ხარ.

ბალზაკი: გიყვარდეს ის, ვინც რჩევებს გაძლევს და არა ის, ვინც გაქებს.

ვოვენარგი: გარისკე: თუ გაიმარჯვებ, მაშინ ის გაგაბედნიერებს, ხოლო თუ დამარცხდები, უფრო დაჭკვიანდები.

ჩესტერფილდი: ცხვირის იქით რომ ვერ იხედები, ეს ცხვირის სიდიდის ბრალი კი არა, ტვინის სიმცირის ბრალია.

ვოლტერი: ცხოვრებაში ყველაზე ძვირად ღირებულ გაკვეთილებს ყველაზე იაფფასიანი ადამიანებისგან ვსწავლობთ.

ჟვანეცკი: მიყვარს ადამიანები, რომლებიც საუბრობენ სამ ენაზე – პირდაპირ, პატიოსნად და თვალებში.

ბუასტი: როდესაც სიჩუმეში აშენებ შენს მომავალს ადამიანები ვერ არკვევენ, რას დაესხნენ თავს.

იოანე ოქროპირი: ყრმა, რომელშიც ცუდი მიდრეკილებები კარგზე მეტად ვითარდება, ჰგავს ჭიისგან გამოხრულ ნორჩ ხეს, რომელიც საკუთარ თავში ნგრევის საწყისს მალავს.

ნილოს სინელი: ვინც საკუთარ ცოდვებს ყურადღებას არ აქცევს, მას სხვისი ცოდვების განქიქება უყვარს.

ამბა დოროთე: კეთილი თვისება მტრისიც უნდა შეაქო.

კოელიო: დააფასე ის, ვინც მოვა იმ მომენტში, როცა შენ გიჭირს და არა მას.

სალადინი: თუ გსურთ ნებისმიერი ერის განადგურება ომის გარეშე, ახალგაზრდა თაობაში მრუშობა ან სიშიშვლე გაავრცელეთ.

პოპე: მთავარია, შენი ცხოვრება ღმერთს მოეწონოს, თორემ ადამიანები კარგზეც ცუდს ამბობენ.

რემი დე გურმონი: მამაკაცები, რომლებიც ცუდ აზრებს აფრქვევენ ქალებზე, ძირითადად, მხოლოდ ერთ ქალს გულისხმობენ.

დოჩანაშვილი: თუ ქალი იმიტომ მოგეწონა, რომ განსხვავებულია და სხვებს არ ჰგავს, მაშინ ისიც უნდა იცოდე, რომ მას, როგორც სხვებს ისე ვერ მოექცევი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა