ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 14.09

კონფუცი: მოერიდეთ მათ, ვისაც უნდა, რომ დანაშაულის გრძნობა ჩაგინერგოთ, ვინაიდან მათი სურვილი თქვენი მართვაა.
ჩესტერფილდი: თუ თქვენ საღი აზრი გაგაჩნიათ, ნუ გიხარიათ, რადგან უნდა გაუმკლავდეთ მათ, ვისაც არ გააჩნია.
ტაციტუსი: ადამიანი სამაგიეროს უფრო გადაგიხდის, ვიდრე მადლობას, რადგან მადლიერება ტვირთია, რევანში კი – სიამოვნება.
ემერსონი: ყველაზე დიდი ტრიუმფი არის, დარჩე სუფთა ადამიანად ბინძურ სამყაროში.
იუნგი: ცხოვრება რეალურად 40 წლის ასაკში იწყება, მანამდე თქვენ, უბრალოდ, კვლევას ატარებთ.
ბერნე: ფოკუსირება გააკეთე შენ წინ არსებულ საფეხურზე და არა მთელ კიბეზე.
ბუასტი: არ მისცე არავის უფლება, ცუდად მოგექცეს, მხოლოდ იმიტომ, რომ გიყვარს.
ჩაპლინი: როცა ადამიანს ათასი უბედურება და იმედის გაცრუება დაატყდება თავს და სულით მაინც არ დაეცემა, მას ან რწმენა შველის ან იუმორის გრძნობა.
ეფრემ ასური: იფიქრეთ კარგზე, რომ არ იფიქროთ ცუდზე, რამეთუ გონებას არ შეუძლია უქმად ყოფნა.
დიმიტრი საროველი: ადამიანი, რომელიც სხვებს განიკითხავს, ჰგავს სარკეს, რომელიც თავის თავში ყველას ასახავს, საკუთარ თავს კი ვერ ხედავს.
მარკოზ მოსაგრე: არავის ჰყავს იმდენი მტერი, რამდენიც სიმართლის გზით მიმავალ ადამიანს.
ვოლტერი: როცა ადამიანისგან არაფერი გწყინს, ესაა დასასრული.
შილერი: მოგენატრება ადამიანი, რომელიც მხოლოდ დროსა და სიყვარულს გთხოვდა.
ვოვენარგი: თქვენ იქამდე იქნებით უბედური, სანამ იფიქრებთ, რომ ბედნიერებას სხვები განიჭებენ.
ტვენი: იმ ომში გამარჯვების გისურვებთ, რომლის შესახებაც არავის უყვებით.
აბელ ერმანი: ქალები არ ითვალისწინებენ ცუდ რჩევებს – ისინი მათ უსწრებენ.
საშა გიტრი: დამოუკიდებელი ქალი – ეს არის ქალი, რომელმაც ვერ მონახა ისეთი ადამიანი, რომელსაც უნდა, რომ ამ ქალზე დამოკიდებული იყოს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან