ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 20.07

ჩან კაიში: იმისთვის, რომ დავიპყროთ მსოფლიო, ჯერ უნდა დავიპყროთ ჩინეთი.
პლუტარქე: იმედი იმათაც აქვთ, ვისაც სხვა არაფერი გააჩნიათ.
ჩერჩილი: ხალხი სინდისის გარეშე – ხალხი სულის გარეშე; ხალხი სულის გარეშე – ხალხი, რომელსაც გადარჩენა არ უწერია.
განდი: გამოცდილებამ მაჩვენა, რომ თუ ადამიანები მოქმედებენ ჩემ წინააღმდეგ, საბოლოო ჯამში, ეს მხოლოდ სარგებლის მომტანია ჩემთვის.
ვოვენარგი: არასოდეს მოვატყუებ მას, ვინც მენდობა, მაგრამ არც სიმართლის მტკიცებას დავუწყებ მას, ვისაც ჩემი არ სჯერა.
დიუმა უფროსი: თუ არ იბრძოლებ იმისთვის, რაც გინდა, არასდროს გექნება. თუ არ იკითხავ იმას, რაც გაინტერესებს, პასუხიც არასდროს გეცოდინება. თუ ნაბიჯს არ გადადგამ წინ, ყოველთვის ერთ ადგილზე იდგები.
ვოლტერი: ზოგიერთი ადამიანი ბრუნდება შენს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც იმედგაცრუებული რჩება იმ ადამიანებზე, რომლებიც შენზე უკეთესი ეგონა.
ნიკოლოზ სერბი: ჭეშმარიტად შენ უყვარხარ მას, ვინც იდუმალებაში ლოცულობს შენთვის ღმერთის წინაშე.
ამბა თალასი: გინდოდეს ზედმეტი ან არ გსურდეს საჭირო – თანაბრად დასაძრახია.
ნეტარი ავგუსტინე: როცა წყალი იმატებს, თევზები ჭამენ ჭიანჭველებს. როცა წყალი იკლებს, ჭიანჭველები – თევზებს. დაე, ნურვინ დაეყრდნობა თავის დღევანდელ აღმატებულებას.
რემარკი: მხოლოდ მან იცის, რა არის საყვარელ ადამიანთან შეხვედრის ბედნიერება, ვინც ხშირად დარჩენილა მარტო.
მონტენი: თუკი თქვენ საღი აზრი გაგაჩნიათ, ნუ გიხარიათ! რადგან უნდა გაუმკლავდეთ მათ, ვისაც ის არ გააჩნია.
ჩესტერფილდი: სამაგიეროს გადახდაზე არასდროს ვფიქრობ, რადგან ჩემნაირი ადამიანის დაკარგვა, სავსებით საკმარისია.
რუსო: გამართლება კი არა, წასასვლელი გზა მოუძებნეთ უფროს ადამიანებს.
მელიხანი: პირველ ქორწინებაზე მშობლებს უთანხმდებიან, მეორეზე – ბავშვებს.
კოელიო: ქალთა მთელი ძალა მამაკაცთა სისუსტეებშია.
ჩეხოვი: ქალები მამაკაცთა საზოგადოების გარეშე მოწყენილნი ხდებიან, ხოლო კაცები ქალების საზოგადოების გარეშე – უგუნურნი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან