ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 04.05

ავიცენა: პანიკა – ეს ავადმყოფობის ნახევარია. სიმშვიდე – ჯანმრთელობის ნახევარი, მოთმინება კი – გამოჯანმრთელების დასაწყისი.
რეზო ჭეიშვილი: კაცს რომ თავისი ენანება და არ ემეტება და სხვისი არ ეზოგება, ეს კი არ არის სიძუნწე, ეს ცუდკაცობაა და მეტი არაფერი. სიძუნწე ისეთივე უბედურებაა, ისეთივე სენია, როგორც სხვა ავადმყოფობა ან ფიზიკური ნაკლი, მაგალითად, სიყრუე. თუ ძუნწი ხარ, ილიასი არ იყოს, შენიც უნდა დაგენანოს და სხვისიც.
კოელიო: დააფასე ის, ვინც მოვა იმ მომენტში, როცა შენ გიჭირს და არა მას.
რიჩარდ შვარცი: შიში ნორმალურია, მაგრამ ის არ უნდა მართავდეს შენს ცხოვრებას.
ფამუქი: რაც უფრო ნაკლები ტვინი აქვს ადამიანს თავში, მით მეტი „ძალა“ აქვს ენაში.
ომარ ხაიამი: არიან ადამიანები, ვისაც ხურდას მისცემ და ეს მთელი ცხოვრება ემახსოვრება, მაგრამ არიან ადამიანები, ვისთვისაც ცხოვრებას გასწირავ და ამას ვერც კი მიხვდება.
ბესიკ ხარანაული: მინდა, სადმე დავჯდე და ვიტირო ჩემი მრავალსაუკუნოვანი გულუბრყვილობა.
მონტენი: აზრიანი სიჩუმე უაზრო სიტყვებზე უარესია.
ტიხონ ზადონელი: ცოდვა უნდა გძულდეს, ცოდვილი კი უნდა გიყვარდეს.
იოანე ოქროპირი: ვინც მოყვასის ცოდვებს აზვიადებს, ის თვითონ ძალზე პატარაა ღვთის თვალში.
ისააკ ასური: თუ სხვისი საქმეების გამოცდა გსურს, მის კეთილ საქმეებს შეხედე და არა ბოროტს.
ვოლტერი: დაფიქრდი, რა რთულია საკუთარი თავის შეცვლა და მიხვდები, რაოდენ უსუსურია შენი შესაძლებლობა, შეცვალო სხვები.
რუსო: არ წაშალო ადამიანი სხვა ადამიანით.
ჰაინე: ადამიანი უფრო ადვილად იტანს ძალმომრეობას, ვიდრე უსამართლობას.
ბუასტი: ქვეყანაზე არ არის იმისთანა კაცი, თუნდაც ძალიან ბედნიერიც იყოს, რომ უკან მიიხედოს და არ ამოიოხროს.
ურიხტი: როცა ყველანი დამნაშავენი არიან, არავინ არის დამნაშავე.
ჟვანეცკი: ისეთი დრო დადგა, უცოლოებზე მეტად ცოლიანები ცდილობენ, შეყვარებული ჰყავდეთ.
ჩესტერფილდი: თუ სხვისი ცოლი უფრო ლამაზი გეჩვენება, ვიდრე შენი, ეს იმას ნიშნავს, რომ მას მამაკაცში გაუმართლა, შენი ცოლისგან განსხვავებით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან