ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№15

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 27.04

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

ემერსონი: ყველაზე დიდი ტრიუმფი არის, დარჩე სუფთა ადამიანად ბინძურ სამყაროში.

მონტენი: ბედი მის მხარესაა, ვინც ბედავს.

ვაჟა ხორნაული: დაეცა – ჩაიცინეს, წამოდგა – გაუცინეს.

დოსტოევსკი: სინდისი – ეს არის ღმერთის მოქმედება ადამიანში.

ლეონარდო და ვინჩი: უბრალოება ყველაზე დიდი დახვეწილობაა.

კეტრინ კულმანი: გახსოვდეს, რომ შენი საქციელი და ყოფაქცევა უფრო ხმამაღლა საუბრობს, ვიდრე შენი პირი.

საადი შირაზელი: სულმდაბალი ღირსეულს ლანძღვით გაუსწორდება, როცა ხედავს, რომ ღირსებით მას ვერ გაუტოლდება.

რემარკი: ხანდახან ადამიანებს ადვილად ვპატიობთ, რადგან ჯერ კიდევ გვსურს, ჩვენს ცხოვრებაში დარჩნენ... და სწორედ აქ ვცდებით.

ჩერჩილი: თუ ჯოჯოხეთს გადიხართ, იარეთ შეუჩერებლად.

იოანე ოქროპირი: საკუთარი თავისადმი სიყვარული მსხვერპლად იწირავს მოყვასისადმი სიყვარულს; საკუთარი თავისა და მოყვასისათვის სიყვარული კი მსხვერპლად ღვთისადმი სიყვარულს შეიწირავს.

ბასილი დიდი: შურიანი არ ზრუნავს საკუთარ ნაკლოვანებებზე და სხვისი სრულყოფილება ტანჯავს.

ანტონ დიდი: უფალმა ჩვენი ცხოვრების დღეები შეამცირა, რათა ჩვენი ცოდვების რიცხვი უფრო არ გაზრდილიყო.

პიუზო: ზოგიერთი ადამიანი სწორედ იმას ვერ გპატიობს, რომ მისთვის არაფერი დაგიშავებია.

თომას სოუელი: როცა გინდათ, ადამიანებს დაეხმაროთ, მათ სიმართლე უთხარით. როცა გინდათ, საკუთარ თავს დაეხმაროთ, უთხარით მათ ის, რისი გაგონებაც სურთ.

რობერტ გრინი: არასოდეს გააკეთოთ ის, რაც სხვებმა თქვენთვის შეიძლება, გააკეთონ.

ჰიუგო: არასოდეს უთხრათ ქალს ორაზროვანი ფრაზა, ის ზუსტად იმას გაიგებს, რაც არ გიგულისხმიათ.

ბუკოვსკი: ძლიერი ქალის გვერდით ყოფნაა რთული, საინტერესო, სასარგებლო... თორემ, სუსტებთან ხომ ყველა მამაკაცი „გაქაჩავს“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა