ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 20.04

ეშენბახი: მაძღარი მონა თავისუფლების ყველაზე დიდი მტერია.
ჯიბრანი: და თქვა ღმერთმა: შეიყვარე მტერი შენი... მე დავუჯერე მას და შევიყვარე საკუთარი თავი.
ოთარ ჭილაძე: იცი, ადამიანს რა კლავს? აუხდენელი ოცნებები, მეტი არაფერი. ოცნება თუ არ ასრულდა, ისე გაიზრდება, რომ გულს გაგიხეთქავს.
ბუკოვსკი: პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ვეძებთ ვინმეს, ვისთან ერთადაც დავბერდებით. არადა, უნდა ვეძებოთ ისეთი ადამიანი, ვისთანაც ბავშვებად დავრჩებით.
ბროდსკი: არსებობს მძიმე დანაშაული – წიგნის არწაკითხვა. თუ ადამიანი არ კითხულობს წიგნს, ის პასუხს აგებს საკუთარი ცხოვრებით, ხოლო თუ ქვეყანა არ კითხულობს წიგნს, ის პასუხს აგებს საკუთარი ისტორიით.
ჩესტერფილდი: ცხოვრება არის არა ბანქოში კარგი კარტის მოსვლა, არამედ კარგად თამაში იმ კარტით, რომელიც ხელში გიჭირავს.
ბეზოსი: ადამიანები, რომლებიც სხვებზე ხშირად არიან მართლები, სხვებს ხშირად და ბევრს უსმენენ და აზრს ხშირად იცვლიან. თუ აზრს ხშირად არ შეიცვლით, ხშირად შეცდებით.
ეფრემ ასური: გატეხე პური და მიეცი გაჭირვებულებს. შენ შენსას არ აძლევ – ღმერთმა იმიტომ მოგცა უხვად, რომ სხვებს გაუნაწილო.
ნიკოლოზ სერბი: ჩვენ რომ ვიცოდეთ, ყოველდღე და ყოველ საათს რამდენს გვპატიობს ღმერთი, დარცხვენილები ყველას შევუნდობდით.
სვიმეონ სტუდიელი: ღმერთი მეგობრად მოიხვეჭე და ადამიანური დახმარება აღარც დაგჭირდება.
მონტენი: ზოგჯერ ტყვიის გავარდნამდე კვდები, როცა დაინახავ, ვინ დაგიმიზნა.
მარლონ ბრანდო: ჭკვიანი ის კი არ არის, ვინც სიმართლე დაამტკიცა, არამედ ის, ვინც სიმართლე იცოდა, მაგრამ სულელს არ შეეკამათა.
ვოვენარგი: მტრებს მაშინ დაითვლი, როცა ფეხზე დგახარ, ხოლო მეგობრებს – როცა წაქცეული ხარ.
ბეგბედერი: არსებობს ორი ვარიანტი: ან გაფასებენ ან გიყენებენ. მთავარია, დროზე მიხვდეთ განსხვავებას.
შანელი: ულამაზო ქალი არ არსებობს, არსებობს ზარმაცი ქალი.
რემარკი: როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ქალი, ის მაინც ელის მასზე ძლიერ მამაკაცს. არა იმისთვის, რომ მან თავისუფლება შეუზღუდოს, არამედ იმისთვის, რომ მისცეს უფლება, იყოს სუსტი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან