ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№13

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 13.04, 2025 წელი

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

კიანუ რივზი: უბედურება ის კი არაა, რომ ზემოთ იტყუებიან, არამედ ქვემოთ რომ სჯერათ.

ჯიბრანი: ვინც პირველივე წყენისას გტოვებს, იცოდე, რომ ის ამ წყენას ელოდებოდა.

ოთარ ჭილაძე: სამშობლოს სიყვარულით ყველაფრის გამართლება არა მარტო უსინდისობაა, ჩამორჩენილობაცაა უკვე.

ჰოვარდ შულცი: შენზე ჭვკვიან ადამიანებს ნუ შეუშინდები.

ვოლტერი: ადამიანი ფასდება არა მხოლოდ მისი მეგობრების, არამედ მისი მტრების მიხედვითაც.

როკფელერი: წარმატება ხუთასი რამის კარგად კეთება კი არ არის, არამედ ხუთიოდეს ხუთასჯერ ძალიან კარგად გაკეთება.

ვოვენარგი: საზოგადოება მაშინ იზრდება, როცა მოხუცი რგავს ხეს, რომლის ჩრდილშიც იცის, რომ ვერ ჩამოჯდება.

ვივეკანანდა: ის, ვინც სწორ გზას ადგას, თუნდაც კოჭლი იყოს, უფრო შორს წავა, ვიდრე გზასამცდარი მორბენალი.

მაქსიმე აღმსარებელი: აწმყო გამომდინარეობს არა წარსულიდან, არამედ მომავლიდან.

ღირსი ანტონი დიდი: დადგება დრო, როცა ცხრა ავადმყოფი მივა ერთ ჯანმრთელთან და ეტყვის, ავად ხარ, რადგან ჩვენნაირი არ ხარ.

ნეტარი ავგუსტინე: როდესაც ღმერთი პირველ ადგილზეა, მაშინ ყველაფერი თავის ადგილზეა.

ბუასტი: ჭეშმარიტი თავისუფლება ის არის, რომელიც კერძო სარგებლობას საზოგადო სარგებლობას უქვემდებარებს.

შილერი: თუ იმ კარგთან, რომელიც მე მინდა, გავაკეთო, ახლოა ავი და ცუდი, სჯობს, ის კარგი არ ქმნა.

ტვენი: ისინი, ვინც სხვას უთხრიან ორმოს, თვითონ რომ ცვიოდნენ შიგ, მალე ორმოები აღარ იქნებოდა.

ჩესტერფილდი: სადაც არსებობს სიყვარულის წვეთი, იქ არის მოთმინების ოკეანე.

დეკურსელი: მშვიდობიანობა მხოლოდ მიძინებული ჩხუბია.

პიერმონტი: სილამაზის ნაკლოვანება ქალს ხშირად ხელს უწყობს ჭკუითა და გონებით განვითარდეს.

გიბერტი: თუ გინდა, რომ შეიტყო ქალის ღირსება, მოიცადე იმ დრომდე, ვიდრე სილამაზე დაეკარგებოდეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ეს საინტერესოა
ბრძნული აზრები

18:00 28.12, 2025 წელი

ბრძნული აზრები
ბრძნული აზრები

18:00 21.12, 2025 წელი

მერაბ შარიქაძე
ბრძნული აზრები

23:00 16.12, 2025 წელი

ბრძნული აზრები
ბრძნული აზრები

18:00 14.12, 2025 წელი

ცნობილების ციტატები
ბრძნული აზრები

19:00 07.12, 2025 წელი

ეს საინტერესოა
ბრძნული აზრები

18:00 30.11, 2025 წელი

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი