ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№12

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 06.04

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

ვაშინგტონი: წარუმატებლობის შემთხვევათა 99 პროცენტი იმ ადამიანებს ემართებათ, რომლებიც ხშირად ეძებენ საკუთარი თავის გამართლებას.

ბერნარდ შოუ: ადამიანს, რომელსაც არაფრის არ სწამს, ყველაფრის ეშინია.

კონსტანტინე: ზოგიერთი კაცის ცხოვრება უნიჭო მწერლის რომანსა ჰგავს... ბოლომდის ჩაათავებ და ასე იტყვი: ნეტავ არ წამეკითხაო.

ნიცშე: მუსიკის გარეშე ცხოვრება შეცდომა იქნებოდა.

ბერნე: ბუნებას რომ იმდენი კანონი ჰქონდეს, რამდენიც სახელმწიფოებს აქვს, თვითონ ყოვლად შემძლე იუპიტერიც კი ვერას გააწყობდა და ვერ განაგებდა.

ტოლსტოი: გიჟად მაშინ მიაჩნიხართ, როცა აკეთებ იმას, რის გასაკეთებლადაც მათ გამბედაობა არ ჰყოფნით.

დუკლო: როცა ჭკვიანები და პატიოსნები ერთად მოქმედებენ, მაშინ სულელნი და ფლიდნი მთლად უღონონი არიან.

ფენელონი: ყველაზე უბედური კაცი ის არის, ვინც ყველაზე ბევრს აუბედურებს.

ნეტარი ავგუსტინე: ღუზა ხომალდს ქარიშხლის დროს სჭირდება, რწმენა ადამიანს – უბედურების ჟამს.

ამბა ისაია: ვინც თავს იმართლებს, ის საკუთარ თავს სინანულისგან განაშორებს.

იოანე ოქროპირი: ვინც რას დასთესს, იმასვე მოიმკის. ასევე, როდესაც ნებაყოფლობით ვთესავთ ჩვენი ნების წინააღმდეგ, მოვიმკით ბოროტებას, ამაში ღვთის სამართალი უნდა დავინახოთ.

ბალზაკი: სიყვარულის ერთ საათში მთელი სიცოცხლეა.

ლაროშფუკო: ყველაზე ძნელია, კაცმა კარგად ილაპარაკოს მაშინ, როცა ჩუმად ყოფნა სირცხვილია.

რუსო: უმეცრებაზე გამბედავი არა არის რა ქვეყნად.

ბეკონი: კეთილისმყოფელ კაცს მტერი თავის დღეში არ მოაკლდება.

ოქსენტიერი: ქალი სიყვარულია ჭაბუკისთვის, მეგობარია ვაჟკაცისთვის და ძიძაა მოხუცისთვის.

რემარკი: ქალი სიყვარულისგან ფხიზლდება, კაცი კი ჭკუას კარგავს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა