ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 30.03

დოსტოევსკი: ყველაზე მეტად იცი, რა არის საწყენი? ის კი არა, რომ ტყუიან. ტყუილი მუდამ ეპატიება ადამიანს. კარგიც კი არის ხანდახან, იმიტომ, რომ სიმართლეს აჩენს ბოლოს... ის არის საწყენი, რომ ტყუიან და თავიანთ სიცრუეს თვითონვე სცემენ თაყვანს.
მონტენი: რაც არ უნდა მოხდეს, გახსოვდეს... რომ ეს იყო ცუდი დღე და არა ცუდი ცხოვრება.
ჩესტერფილდი: რეალობა ისაა, რომ შეწყვიტო საკუთარი თავის მოტყუება – ნუ ცდილობ, ადამიანში იპოვო ის, რაც მათ არასოდეს ჰქონიათ.
რუმი: შენ ბრწყინავ ისე, როგორი სამყაროც შენშია.
უელბეკი: ზოგჯერ ისე დიდი წმიდანებივით იქცევით, მგონია, რომ ჯოჯოხეთში მხოლოდ მე მოვხვდები.
ჟან ჟენე: თუ ჩვენც ისე ვიქცევით, როგორც ისინი, ვინც მეორე მხარესაა, მაშინ ჩვენც სწორედ მეორე მხარე ვართ. მსოფლიოს შეცვლის ნაცვლად, მივიღებთ მხოლოდ იმ სამყაროს ანარეკლს, რომლის განადგურებაც გვინდა.
ვოლტერი: ერთგული ვარ, სანამ მიღალატებენ. კეთილი ვარ, სანამ იმსახურებენ.
პიუზო: მოღალატე ის არის, ვინც ბნელ გზაზე გემშვიდობება.
ნეტარი ავგუსტინე: შური ამპარტავნების შვილია, მოუკალი დედა და შვილიც მოკვდება.
ანტონი დიდი: თავი აარიდე თვით ყველაზე მცირე ცოდვებსაც კი, რამეთუ ვინც მცირეს არ განეშორება, აუცილებლად ჩავარდება დიდ და მძიმე ცოდვებში.
იოანე ოქროპირი: ხილულ მწუხარებაში ყოველთვის უხილავი მადლი იმალება.
ოქტავიანე ავგუსტუსი: ყველაზე საზიზღარი სახეობა სიმხდალისა – ეს არის საკუთარი თავის შებრალება.
სოკრატე: ძლიერი გონება განიხილავს იდეებს, საშუალო გონება – მოვლენებს, სუსტი გონება კი – ადამიანებს.
როულინგი: თუ გსურთ, ადამიანი სწორად შეაფასოთ, ნახეთ, როგორ ექცევა ის მასზე სუსტებს და არა მათ, ვინც მისი თანასწორია.
ჯემალ ქარჩხაძე: პატიება ყველაზე მძიმე სასჯელი ყოფილა.
ჰეინე: არ მითხრა, რა ილაპარაკეს ჩემზე, მითხარი, შენ რა თქვი ჩემს დასაცავად.
სოფი მარსო: თუ მამაკაცი ამბობს: „მე დარწმუნებული ვარ ჩემს ცოლში“, ესე იგი, ის დარწმუნებულია. ხოლო თუ ქალი ამბობს: „მე დარწმუნებული ვარ ჩემს ქმარში“, ესე იგი, მას თავისი თავის სჯერა.
პუშკინი: როდესაც ქალს თვალები ცრემლებით ებინდება, მამაკაცი მხედველობას კარგავს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან