ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 23.03

რუმი: ზოგი ისეთ სიბნელეშია, შუქი რომ აუნთო, მტრად გადაგეკიდება.
პითაგორა: ერთნაირად საშიშია, როდესაც გიჟს აძლევ მახვილს, ხოლო უნამუსოს – ძალაუფლებას.
ანდრეს ინიესტა: 13 წლის რომ ვიყავი, მამაჩემმა სამი თვის დანაზოგით ფეხსაცმელი მიყიდა. ახლა გავიზარდე, ბევრი ფული მაქვს, მაგრამ ამ ფეხსაცმელს მაინც ყოველდღე ვუყურებ, რომ არ დამავიწყდეს, საიდან მოვდივარ.
ვოლტერი: არავის დაეყრდნო ისე, რომ გამოგეცალოს, წაიქცე.
ჭაბუა: ბოროტება ისე ხმაურობს, ხანდახან ფიქრობ, ქვეყნად მარტო ის არისო. არადა, სამყაროს ჩუმი სიკეთე მართავს.
პასკალი: სამართლიანობა, რომელსაც ზურგს არ უმაგრებს ძალა, უძლურია. ძალა, რომლის ზურგს უკან არ დგას სამართლიანობა, ტირანულია. ამიტომ ან სამართლიანობა უნდა გახდეს ძლიერი, ანდა ძალა – სამართლიანი.
ვოვენარგი: თუ ერთ ადამიანს მაინც აქვს შენი იმედი, საკმარისია იმისთვის, რომ არ დანებდე.
მონტენი: შენ იქნები ცუდი ყველასთვის, ვისაც შენი მართვა არ გამოსდის.
იოანე ოქროპირი: თავი განსწავლული ადამიანისა, რომელიც ვნებებით ხელმძღვანელობს, არის ვულკანი, რომელიც ცეცხლსა და ფერფლს აფრქვევს.
ნეტარი იერონიმე: არაფერია იმაზე ადვილი, ვიდრე რაიმე ცუდის გადაღება. ხდება ისე, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, მივბაძოთ ვინმეს დიდ სათნოებას, მაგრამ ძალიან ადვილად შეგვიძლია, შევითვისოთ მისი ნაკლოვანებები.
ტიხონ ზადონელი: როგორ უნდა სთხოვო უფალს ტაძარში სხვებთან ერთად: „მომეცი, უფალო“, როდესაც თვითონ არ აძლევ ღატაკებს მაშინ, როცა ეს შეგიძლია?
კამიუ: ზოგჯერ ენის შენამდე მომტანი უფრო საშიშია, ვიდრე შენზე ცუდის მთქმელი.
ბუასტი: როცა საკუთარი თავის მარტო გადარჩენას ისწავლი, შეუძლებელს შეძლებ.
სეუმი: სიკეთეს შენი სიამოვნებისთვის უნდა აკეთებდე და არა სხვის დასანახად.
ბეკონი: ვინც გაბრაზებული წავა, ის აუცილებლად დაბრუნდება, ვინც მშვიდად მიდის, ის არასოდეს ბრუნდება უკან.
მონრო: ქალის ლანძღვა-გინება მხოლოდ ბედისგან დაჩაგრულ კაცს შეუძლია.
მენცელი: ნამდვილი მამაკაცი არასდროს გიღალატებთ. მას არ აქვს დრო, ეძებოს ახალი ქალი, რადგან ის ეძებს ახალ საშუალებებს, უფრო მეტად უყვარდეს ის ერთადერთი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან