ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 16.03

კასტანედა: ჩვენ ან უბედურ არსებას ვქმნით საკუთარი თავისგან, ან უძლიერეს არსებას. დახარჯული ენერგიის რაოდენობა ერთი და იგივეა, არჩევანი კი ჩვენზეა.
ჩერჩილი: როცა ქვეყნის მეზობლად აგრესორი გყავს და ის მაინც ნეიტრალიტეტს ჩემულობს, ეს იგივეა, სახლთან კაციჭამია ალიგატორი გყავდეს და გქონდეს იმედი, რომ შენ სულ ბოლოს შეგჭამს.
შოუ: ისწავლე ლაპარაკი – ესე იგი, გაიზარდე, ისწავლე გაჩუმება – ესე იგი, დაჭკვიანდი.
რუსო: ადამიანებს ჯერ ნიღბები სცვივათ და მერე თვითონაც ეცემიან.
როუენ ატკინსონი: ხანდახან ცხოვრებაში უნდა იტანჯო, არა იმიტომ, რომ ცუდი ხარ, არამედ იმიტომ, რომ ვერ ხვდები, სად და როდის შეწყვიტო, იყო კარგი.
პიუზო: არავის დაეყრდნო ისე, რომ გამოგეცალოს და წაიქცე.
თაგორი: გენდობა ის, ვინც თვითონ არის სანდო.
ნიცშე: შურიანი ხალხი ხშირად მსჯელობს იმაზე, რაც არ იციან და აკრიტიკებენ მათ, ვის დონეზეც ვერასდროს მიაღწევენ.
ისიდორე პელუზიელი: ღმერთი გაშორებს ადამიანებს, რადგან მას ესმის მათი საუბრები შენზე, რომელიც შენ არ გესმის.
იოანე ოქროპირი: რომ იცოდე, როგორ მალე დაგივიწყებენ ადამიანები შენი სიკვდილის შემდეგ, მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში არ ეცდები, ასიამოვნო ვინმეს, გარდა ღმერთისა.
ნილოს სინელი: შენ რომ დარში ხარ და სხვისთვის გამოდარებაზე ლოცულობ, აი, მანდ მიყვარხარ, ადამიანო.
ვოლტერი: არავინ შეგახსენებს რამდენი აიტანე, მაგრამ წამოგაძახებენ, რაც ვერ გადაიტანე.
ჩესტერფილდი: ადამიანმა უნდა გაგიმართლოს, თორემ შენ მას ვერ გამოასწორებ.
შანელი: როცა მიხვდები, რომ უკვე გულს აღარაფერი გატკენს, ის სიძლიერეს არ ნიშნავს... ეს ნიშნავს, რომ შენში ადამიანი მოკლეს.
კლუჩევსკი: შენი სწორად აღზრდილი შვილი, შეიძლება, ვიღაცის იმედი გახდეს.
ჟვანეცკი: როცა ღმერთს ბეზრდება ქალის აღზრდა, მას კაცს უგზავნის.
ოტია: ყველა ქალს სხვაზე უკეთესი ჰგონია თავი. ამას ვერც იმან უშველა, რომ რა ხანია, ქვეყნად სარკე მოიგონეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან