ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№9

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 09.03

ცნობილების ციტატები
დაკოპირებულია

მარინ ფონ ებლერი: ბედნიერი მონები თავისუფლების უბოროტესი მტრები არიან.

კონსტანტინე: თუ გსურს, ღირსეულს მიაყენო ჩრდილი, უღირსის ქებას უნდა მიჰყო ხელი.

მარუენი: წარმატების ტაძარში არ არის ღია კარი. თითოეული შემსვლელი თავის კარს ანგრევს, რომელიც მის ზურგს უკან მჭიდროდ იკეტება ყველა სხვისთვის და არ უშვებს მის საკუთარ ბავშვებსაც კი.

გებელსი: ყველაზე დიდი უბედურება ამოქმედებული უმეცრებაა.

ოტია: სიყვარულის დროს თუ მონობა შეგიძლია, მეფე ხარ.

მონტენი: ყველაზე ჩუმ ადამიანებს ყველაზე ხმამაღალი აზრები აქვთ.

ჩესტერფილდი: არ ვტირი, მაგრამ... მტკივა. არ ვამბობ, მაგრამ... ვგრძნობ. ღიმილი არ ნიშნავს იმას, რომ ხარ ბედნიერი. უბრალოდ, ნიშნავს, რომ ხარ ძლიერი.

სენეკა: სიმართლის თქმას რომ მოუხშირებ, ადამიანებიც ნელ-ნელა უჩინარდებიან.

ფროიდი: ის, რასაც მშვიდად აღიქვამთ, თქვენს მართვას ვეღარ შეძლებს.

ღირსი პაისი მთაწმინდელი: როცა დედა ლოცულობს, ჯოჯოხეთი ირყევა, ეშმაკისთვის დედამიწაზე ყველაზე საშიში ადამიანი დედაა. მისი შვილები უფლის ხელში ანთებული ჩირაღდნებია.

არქიმანდრიტი რაფაელი: არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით – უარესნი.

ილია მეორე: ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. როცა ადამიანი საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში განსაცდელი მოევლინება იმიტომ კი არა, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ იმიტომ, რომ რწმენა მიეცეს.

კამიუ: ვინც წიგნებს კითხულობს, ციხეშიც თავისუფალია. ვინც არ კითხულობს, თავისუფლებაშიც ტყვეა.

ვოლტერი: თუ გსურს, გაიცნო ადამიანი, ნუ შეეცდები გაიგო, რას ამბობენ მასზე. გაიგე, ის რას ამბობს სხვაზე.

ეჟი ლეცი: ჭკვიანები კი არ ბრაზდებიან, არამედ დასკვნები გამოაქვთ.

ჰოპკინსი: ცოლი არ უნდა მოიყვანო, მაგრამ ამას რომ მიხვდე, ცოლი უნდა მოიყვანო.

შანელი: ქალს როგორც მოექცევი, ზუსტად ისეთი კაცი იქნები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა