ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 16.02

ვოვენარგი: საათი დროს გვიჩვენებს, დრო კი – ადამიანებს.
მონტენი: სირთულეები იმისთვის არის კარგი, რომ ვიცოდეთ, ვისი იმედი უნდა გვქონდეს.
გოეთე: რომ იცოდეთ, თქვენი ნათქვამი რამდენად იშვიათად ესმით სწორად, უმეტესად ჩუმად იქნებოდით.
რუსო: ზოგიერთ ადამიანს რომ ვუყურებ, მეშინია, საკუთარმა ბოღმამ არ დაახრჩოს.
დოსტოევსკი: როგორც უნამუსო ადამიანის გაუმაძღრობას, ასევე, გულუბრყვილოს გულკეთილობასაც უნდა ჰქონდეს საზღვარი.
ოთარ ჭილაძე: ადამიანი მოთმინება ყოფილა.
ვოლტერი: ბოროტება, რომელიც გგონია, რომ შეგრჩა, შენი შვილების გზაზე დატოვებული ბომბია.
ოტია: იტყვიან, წიგნი რომ არ წავიკითხო, ისე არ დამეძინებაო. წიგნი რა, ლუმინალი კი არ არის. თუ წიგნი ვარგა, რა გაძინებს და თუ არ ვარგა, რა გაკითხებს.
ჰიუგო: თავისუფლება მხოლოდ ბორკილებისგან გათავისუფლება არ არის, არამედ ნიშნავს ცხოვრობდე ისე, რომ პატივს სცემდე სხვათა თავისუფლებას.
ილია მეორე: ყველაზე საშიში კატეგორიული ურთიერთობა და აზროვნებაა.
იოანე ოქროპირი: ცილისმწამებლებსა და მათ შორის, ვინც მათ სიამოვნებით უსმენს ისეთივე დამოკიდებულებაა, როგორც დამნაშავესა და მის თანამზრახველს შორის.
ამბა ისაია: სხვა ადამიანს რომ დაეხმარო, აუცილებელი არ არის, იყო მდიდარი და ძლიერი. საკმარისია, იყო კეთილი.
სოკრატე: როდესაც რაღაცას ამბობ, შენი სიტყვები დუმილზე უკეთესი უნდა იყოს.
ფროიდი: თქვენი პიროვნების მასშტაბი განისაზღვრება პრობლემის სიდიდით, რომელსაც თქვენი წყობიდან გამოყვანა შეუძლია.
ვისოცკი: ადამიანებში ყოველთვის კარგს უნდა ეძიებდეთ. ცუდს თვითონ ისინი გაჩვენებენ.
რემარკი: თუ ვიღაც ღრმადაა თქვენს აზრებში შემოსული, ეს ნიშნავს, რომ თქვენ მას ძალზე დიდ ენერგიას მატებთ.
ბრიუერი: მგრძნობიარე მამაკაცებს უყვართ ხშირად, ხოლო მგრძნობიანე ქალებს – ხანგრძლივად.
ბალზაკი: თუ სუსტი სქესი ძლიერია, მხოლოდ იმიტომ, რომ ძლიერი სქესი სუსტი სქესისადმი სისუსტეს იჩენს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან