ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№4

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 09.02

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

ტერი პრამჩეტი: ადამიანი, რომლის ყიდვაც შეიძლება, როგორც წესი, არაფერი ღირს.

დოსტოევსკი: არ უნდა მიანიჭო ადამიანებს იმაზე მეტი ღირსება, რაც არ დაუმსახურებიათ, თორემ თვითონვე დაგიმტკიცებენ, რომ სასტიკი შეცდომა დაუშვი.

ვოვენარგი: თუ წარსულს წარსულში არ დატოვებ, ის დაანგრევს შენს მომავალს! იცხოვრე იმისთვის, რასაც დღევანდელი დღე გთავაზობს და არა იმისთვის, რაც გუშინდელმა დღემ თან წაიღო.

ტვენი: შენ შეგიძლია, გააჩუმო 40 მეცნიერი ერთი ფაქტის დასახელებით, მაგრამ ვერასდროს გააჩუმებ ერთ იდიოტს, სულ რომ 40 ფაქტი მოუყვანო.

უაილდი: საკმარისია ადამიანი სხვებისგან გამოირჩეოდეს რაიმე საუკეთესო თვისებით ან გონება უჭრიდეს, რომ მის წინააღმდეგ მაშინვე ასისინდებიან ბოროტი ენები.

ვოლტერი: კეთილი ადამიანის ბედი იმ ხეს ჰგავს, რომელსაც ავდარში თავს აფარებენ, დარში კი ტოტებს ამტვრევენ.

კონფუცი: მოექეცი ყველას სიკეთითა და პატივისცემით, იმათაც კი, ვინც შენ მიმართ უხეშია, არა იმიტომ, რომ ისინი ღირსეული ადამიანები არიან, არამედ იმიტომ რომ შენ ხარ ღირსეული.

მონტენი: სხვისთვის რაც გემეტება, არც შენთვის დაიგვიანებს.

ილია მეორე: სხვა შენთვის და შენ სხვისთვის – აი, გზა ცხოვრებისა.

გიორგი ღვთისმეტყველი: ნაკლები სიტყვა გახდება საჭირო, თუ რაც საჭიროა, იმას გააკეთებ: მხატვარი თავისი სურათებით მეტად ასწავლის.

მარკოზ მოსაგრე: თუ გსურს, რომ უფალმა შენი ცოდვები დაფაროს, ნუ გამოფენ ადამიანთა წინაშე სათნოებებს, თუ რამე გაქვს; რამეთუ, როგორც ვექცევით ჩვენს სათნოებებს, ასევე ექცევა უფალი ჩვენს ცოდვებს.

ეზოპე: არავის გასცე პასუხი, როდესაც გაბრაზებული ხარ; არავის არაფერი დაჰპირდე, როდესაც ბედნიერი ხარ; არაფერი გადაწყვიტო, როდესაც მოწყენილი ხარ.

ჩესტერფილდი: დედაჩემმა თავისი ოცნებები გაწირა, რათა მე მეოცნება.

რუსო: უფალმა თქვა: გეშინოდეს მისი ცრემლების, ვისაც შენ ჩაგრავ, ის ხომ მე მთხოვს დახმარებას.

ჩაპლინი: როდესაც ატარებ ათას დარდს, ტკივილს, ჩუმად გადმოდენილ ცრემლს და მაინც იღიმი, აი, მაშინ ხარ ყველაზე ძლიერი პიროვნება.

ჟვანეცკი: გათხოვდით, გოგონებო! არცერთი კაცი არ უნდა დარჩეს დაუსჯელი.

ემერსონი: ცოლს უფრო მეტი ძალაუფლება აქვს ქმარზე, ვიდრე სახელმწიფოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა