ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№2

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 26.01

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

გოეთე: მე ქედს ვიხრი განათლებული ხალხის წინაშე, მაგრამ კეთილი ადამიანის წინაშე მუხლს ვიყრი.

დოსტოევსკი: თავისუფლება თავის არშეკავებაში კი არ არის, არამედ საკუთარი თავის ფლობაშია.

უაილდი: თქვენ იქამდე იქნებით უბედური, სანამ იფიქრებთ, რომ ბედნიერებას სხვები განიჭებენ.

ვოვენარგი: მე მომხრე ვარ სინდისის თავისუფლების, მაგრამ წინააღმდეგი ვარ უსინდისო თავისუფლების.

დოჩანაშვილი: აი, შენ მაშინ ხარ ადამიანი, თუ ხელჩაქნეულს თავიდან დააწყებინებ სიცოცხლეს.

გოდერძი ჩოხელი: შევარცხვინე ის კაცი, რომელმაც იცის, მის ტყუილს რა უბედურებაც მოჰყვება და მაინც იტყუება.

ვოლტერი: ნებისმიერი დაბრკოლება – ეს მიზეზია, გახდე ძლიერი.

ოტია: მელა მელას შობს, მგელი – მგელს, ღორი – ღორს და თაგვი – თაგვს, მხოლოდ ადამიანს შეუძლია, გააჩინოს ნებისმიერი.

შილერი: ყურადღება მოდის მხოლოდ იმ ადამიანების გულებიდან, რომლებსაც ეშინიათ შენი დაკარგვის.

ილია მეორე: კეთილი საქმე განსაკუთრებით იმათთვის უნდა ვაკეთოთ, ვისგანაც საპასუხო სამადლობელს არ ველოდებით.

იოანე ოქროპირი: ყველაზე უკანასკნელი ადამიანიც კი სხვა ყველა ქმნილებაზე მნიშვნელოვანია.

ნილოს სინელი: თუ საკუთარი ცოდვების მიმართ ყურადღებიანი ვიქნებით, მოყვრის ცოდვებს ვერ დავინახავთ. უგუნურებაა, საკუთარი მიცვალებულის მიტოვება და სხვისი მიცვალებულის სატირლად წასვლა.

მონტენი: ბევრს შეუძლია, იყოს კეთილი, როცა ამის მიზეზი აქვს, მთავარია, როგორია მაშინ, როცა გაბოროტების მიზეზი აქვს. სატანაც ანგელოზი იყო დაცემამდე... დაცემა ავლენს, რამდენად იმსახურებდი მწვერვალს.

ბუასტი: ვინმესთვის გულის ტკენა ისეთივე ადვილია, როგორც ზღვაში კენჭის სროლა, მაგრამ წარმოდგენა თუ გაქვს, რა სიღრმეზე ჩავარდება ეს კენჭი?!

შანელი: თუ ქალი ამბობს, მოვიფიქრებ და დანარჩენს დრო გვიჩვენებსო, ეს იმას ნიშნავს, რომ მან ყველაფერი მოიფიქრა და ისიც იცის, თუ რას გვიჩენებს დრო.

ბალზაკი: თუ ქალები აღიარებენ, რომ თქვენ ნიჭი და გონება გაქვთ, კაცებიც დაიჯერებენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბრძნული აზრები
ბრძნული აზრები

18:00 15.12, 2024 წელი

ეს საინტერესოა
ბრძნული აზრები

18:00 15.12, 2024 წელი

ეს საინტერესოა
ბრძნული აზრები

18:00 08.12, 2024 წელი

დიდი პიროვნებების
ციტატები
ბრძნული აზრები

18:00 01.12, 2024 წელი

ცნობილების ციტატები
ბრძნული აზრები

18:00 24.11, 2024 წელი

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა