ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 19.01
ნელსონ მანდელა: თავისუფლებისთვის სულაც არ არის საჭირო, ცა და ქვეყანა იყიდოთ. მხოლოდ საკუთარ თავს ნუ გაყიდით!
ოთარ ჭილაძე: არაფერი გვეშველება, სანამ უმრავლესობის აზრს კი არა, საღ აზრს არ მოვუხმოთ ბოლოს და ბოლოს.
ბულგაკოვი: თქვენ დამცინით, რადგან განვსხვავდები თქვენგან. მე კი იმიტომ დაგცინით, რომ არაფრით განვსხვავდებით ერთმანეთისგან.
ვოვენარგი: ბევრს აღარ მოსწონხარ, როგორც კი საკუთარ საზღვრებს დააწესებ.
მონტენი: ჩვენ არ ვხედავთ სამყაროს ისეთად, როგორიც არის ის; ჩვენ ვხედავთ მას ისეთად, როგორიც ვართ ჩვენ.
შამფორი: თუ ვიღაც გეხმარება მაშინ, როდესაც მასაც უჭირს, ეს დახმარება არ არის, ეს სიყვარულია!
ვივიენ ვესტვუდი: ადამიანი მაშინ გაყენებს ტკივილს, როცა თვითონ გტკივა.
გოეთე: ადამიანები ვერასდროს მიხვდებიან, თუ რა დიდი სერიოზულობაა საჭირო იმისთვის, რომ იყო მხიარული.
ილია მეორე: თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს.
ამბა დოროთე: ისეც ხდება, რომ ზოგიერთი დიდებისთვის იმდაბლებს თავს.
იოანე ოქროპირი: მრავალი ჩვენგანი ტირის მტირალთან ერთად, მაგრამ სხვისი სიხარული არ უხარია.
ოტია: ამბობენ, რომ წარმატება მიდის მათთან, ვინც ადრე დგებაო... არა, ბატონო! წარმატება მიდის მათთან, ვინც კარგ ხასიათზე დგება.
ვოლტერი: როცა ადამიანებს არ აძლევ იმის უფლებას, რომ არასწორად მოგექცნენ, გეუბნებიან, რომ შენ რთული პიროვნება ხარ.
ფროიდი: საინტერესო ადამიანის პოვნა ისევე რთულია, როგორც ადამიანში ადამიანისა.
ტოლსტოი: რაც უფრო ლამაზია ქალი, უფრო ჭკვიანი უნდა იყოს, რადგან მხოლოდ ჭკუით შეუძლია, წინ აღუდგეს იმ ზიანს, რაც მისთვის ამ სილამაზეს მოაქვს.
ბრიუერი: თუ კაცს ჰყავხარ შავ სიაში, გამოდის, მისი სისუსტე ხარ და თუ ქალს ჰყავხარ, მაშინ ეშმაკმაც არ იცის, რა მიზეზებია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან