ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 15.12
ჩერჩილი: როდესაც პრობლემები მრავლდებიან და მოუგვარებელი გეჩვენებათ – ეს ნიშნავს, რომ გამარჯვება ახლოს არის.
ბეკონი: უფასო ექიმს ვერაფრით დაუმტკიცებ, რომ ავად ხარ, ხოლო ფასიან ექიმს – ჯანმრთელი.
სენეკა: დიდი მეგობარი ნაცნობად არ უნდა იქცე.
სტეინბეკი: არ არსებობს ურთიერთობა კამათისა და წყენის გარეშე. ძლიერი ადამიანები ჩხუბობენ, ბრაზდებიან, მაგრამ მაინც ერთად რჩებიან. სუსტები კი შემცვლელს ეძებენ.
პიუზო: ზურგს უკან ყველა ყველაფერს ლაპარაკობს, თვალებში ყურებისას – რაც ხელს აძლევთ.
ოშო: ისწავლეთ სიცილი და არა დაცინვა. გულწრფელი სიცილი ისეთივე წმინდაა, როგორც ლოცვა.
ვაჟა: დაკმაყოფილებულ ადამიანს ავიწყდება ღმერთი, ხოლო მშიერს ძალაუნებურად აგონდება ის.
შილერი: სიბრაზის დროს მიღებული გადაწყვეტილება შენს ცხოვრებას დაანგრევს.
ლესინგი: მარტო სიღარიბეა იმისთანა ტვირთი, რომელიც მით უფრო მძიმეა, რაც უფრო ბევრს ჰკიდია.
ნილოს სინელი: რაც მეტს შევიმეცნებთ, მით მეტად ვხვდებით შეუცნობელ საგნებს.
ნეტარი ავგუსტინე: ცოტაა, თუ მოყვასს ბოროტებას არ უკეთებ. გაუკეთე მას სიკეთე, თორემ აყვავებულ, მაგრამ უნაყოფო ხეს დაემსგავსები.
იოანე ოქროპირი: დაეხმარე სხვებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა იცი, რომ ისინი სანაცვლოდ ვერაფერს დაგიბრუნებენ.
ვოვენარგი: იცხოვრე ყოველი დღე ისე, თითქოს ეს შენი სიცოცხლის ბოლო დღეა და ერთ დღესაც მართალი აღმოჩნდები.
მიდრაში: ბოდიშის მოხდა კი არ არის სამარცხვინო. სამარცხვინო ის არის, როდესაც სხვას სტკენ და სიამაყე არ გაძლევს უფლებას, პატიება სთხოვო.
ჰაინე: თუ შენი ცნობა გინდა, სხვათა საქციელს დააკვირდი; თუ სხვისი – შენს გულში ჩაიხედლე.
რუსო: იმედი სიზმარია მღვიძარის კაცისა.
ტოლსტოი: საერთოდ ასეა – მხოლოდ ქალებს შეუძლიათ ის, რასაც სიყვარული და მეგობრობა ჰქვია. ღმერთო, მომიტევე, მაგრამ კაცზე მდაბიო არაფერი შეგიქმნია.
მურმონი: ყველაფერი ადამიანის ხელშია, ადამიანი კი – ქალის ხელში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან