ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 08.12
ფრანკლინი: ყველა მსახიობი დიპლომატი ვერ გახდება, მაგრამ ყველა დიპლომატი მსახიობი უნდა იყოს.
რეინარი: სიბრიყვის განმარტება – იცოდე სიმართლე, ხედავდე სიმართლეს, მაგრამ მაინც გჯეროდეს ტყუილების.
ბუასტი: ბოროტზე უსულელესი და სულელზე უბოროტესი ქვეყანაზე სხვა არ არის რა.
ლაროშფუკო: ღონე იმისთვის მიუნიჭებია ჩვენთვის ღმერთს, რომ ჩვენი ქონება შევინარჩუნოთ და არა იმისთვის, რომ სხვისი დავისაკუთროთ.
სენეკა: თუ კაცს ცოტა ფულს ასესხებ, მოვალეა; თუ ბევრს – მტერია.
ვაჟა: ლხინში ბევრს გაახსენდები, ჭირში ახსოვხარ ცოტასა, გაივლის დრო და მიხვდები, ვინ იმსახურებს ძმობასა.
ოტია: ტვინი მართლა არ ჩანს, მაგრამ რაც აკლია ადამიანს, საუბარსა და ქცევაზე ეტყობა.
პიუზო: როდესაც ხალხის ჯგუფი იცინის, თითოეული ინსტინქტურად უყურებს იმ ერთს, ვინც მას ყველაზე მეტად მოსწონს.
პაისი მთაწმინდელი: ადამიანები ნივთებსა და მოვლენებზე მსჯელობენ იმის შესაბამისად, რასაც საკუთარ თავში ფლობენ.
სერაფიმე საროველი: დაგმე ცუდი საქმე, ხოლო ამის ჩამდენს ნუ განიკითხავ.
იოანე ოქროპირი: წყენის წინააღმდეგ ყველაზე უკეთმოქმედი საშუალება, მისი გადატანაა.
უაილდი: იცხოვროთ ისე, როგორც თქვენ გსურთ – ეს არ არის ეგოიზმი. ეგოიზმია, როცა სხვებმა უნდა იფიქრონ და იცხოვრონ ისე, როგორც თქვენ გსურთ.
ბაირონი: ბოდიშს ყოველთვის არ იხდის ის, ვინც დამნაშავეა. ბოდიშს იხდის ის, ვისთვისაც ურთიერთობა ღირებულია.
დოსტოევსკი: ხალხი რა ლამაზად საუბრობს სიყვარულზე და რა ულამაზოდ უყვართ.
რენუარი: ორმოცი წელი დამჭირდა იმის მისახვედრად, რომ ფერების დედოფალი შავია.
მოლიერი: ნუ აირჩევ ქალს, რომლის დედაც არ მოგწონს, გარკვეული ხნის შემდეგ, ის ისეთივე ქცევის იქნება, როგორიც დედამისია.
ვისოცკი: ათასჯერ მართალიც რომ იყო, რა მნიშვნელობა აქვს, თუ შენი საყვარელი ქალი ტირის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან