ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№47

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 01.12

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

არისტოფანე: გმირებს სიბნელეში ვერასდროს იპოვით.

ბუასტი: თქვენ თუ შეურაცხყოფას შეურაცხყოფით არ უპასუხეთ, იცოდეთ, რომ გაიმარჯვეთ.

მერიმე: არასდროს ვივიწყებ, ვინ რა და როდის მაწყენინა, რა შეცდომა დაუშვა ჩემთან. შეიძლება, არასდროს წამოვაძახო, მაგრამ სულ მახსოვს, რაზეა ის წამსვლელი.

სიუნ ძი: გამარჯვებული მეომრები ჯერ იმარჯვებენ და შემდეგ მიდიან ომში, ხოლო დამარცხებული მეომრები ჯერ ომში მიდიან და შემდეგ აგებენ.

ჯიბრაინი: ვინც პირველივე წყენისას გტოვებს, იცოდეთ, რომ ის ამ წყენას ელოდებოდა.

ოტია: ბრმად სიკეთის კეთებას და კეთილშობილურ საქციელს ზოგჯერ ბოროტებაზე არანაკლები უბედურება მოაქვს.

ჰაინე: თავდაჯერებულობა არ არის იმაზე ფიქრი, რომ შენ სხვაზე კარგი ხარ, თავდაჯერებულობაა, რომ არ გაქვს მიზეზი, საკუთარი თავი სხვებს შეადარო.

მოვალისი: ხასიათი განმტკიცებული სურვილია.

იოანე ოქროპირი: მლიქვნელნი, ჩვეულებისამებრ, სხვაში იმას ხედავენ, რასაც თვითონ აკეთებენ, თანაც – გაცილებით ხშირად.

ნეტარი ავგუსტინე: არსებობს მოწყალების მრავალი სახე, რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია, ღვთისგან საკუთარი ცოდვების მიტევება მივიღოთ, მაგრამ მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია მტრებისთვის მიტევება.

ისააკ ასური: გიყვარდეს ცოდვილნი, მაგრამ გძულდეს მათი საქმენი.

ფრანკლინი: ვინც ყიდულობს მას, რაც არ სჭირდება, ის მალე საჭიროს გაჰყიდის.

დუფლო: სამნაირი უმეცრებაა: ერთი – არაფრის ცოდნა, მეორე – ცუდად ცოდნა, მესამე – იმის ცოდნა, რაც არ უნდა იცოდეს.

კოცებუ: მეტისმეტ სიკეთეს ნუ მოითხოვ ადამიანისგან, თუ გინდა, რომ ის გიყვარდეს.

შექსპირი: თუ ხედავ და გრძნობ – არსებობ, თუ აზროვნებ – ცოცხლობ.

სენეკა: ნებისმიერი ქალის შეცდომის მიზეზი მამაკაცია.

შილერი: როდესაც ლამაზ ქალს თვალები ცრემლიანი აქვს, მამაკაცის მხედველობა ბუნდოვანი ხდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა