ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№46

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 24.11

ცნობილების ციტატები
დაკოპირებულია

ჩერჩილი: რომელიმე ერზე გაბატონებისთვის საჭიროა გამყიდველი უმცირესობა და უვიცი უმრავლესობა.

დოსტოევსკი: როგორც უნამუსო ადამიანის გაუმაძღრობას, ასევე გულუბრყვილო ადამიანის გულკეთილობასაც საზღვარი უნდა ჰქონდეს.

ვოლტერი: ადამიანს სიბინძურიდან ამოიყვან, მაგრამ სიბინძურეს ადამიანიდან – ვერა.

გიზო ნიშნიანიძე: ქართველებს გვჭირს ერთმანეთის ჯინაზე კარგად ყოფნის უბედურება.

რუსო: რა დასანანია, როცა ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობოდი, დაგანახვებს, რომ არავის არ უნდა ენდო.

ტოლსტოი: ყველანაირად მდიდარი ხარ, როდესაც შენზე ზრუნავენ.

გოეთე: ადამიანები, რომლებიც ლაპარაკობენ სიმართლეს და არ მალავენ თავის ჭეშმარიტ გრძნობებს, სულაც არ არიან სუსტები, სულელები ან მიმიტები, ისინი იმდენად ძლიერები არიან, რომ არ საჭიროებენ ნიღბებს.

ჟვანეცკი: ადამიანმა იცოდეს ნეტა, რა უნდა და რაც უნდა – რად უნდა.

მარკოზ მოსაგრე: ნურავის ეგონება, რომ სიყვარული მხოლოდ თანდაყოლილი ნიჭია, სიყვარული ისწავლება და უნდა ვისწავლოთ.

იოანე ოქროპირი: შენი მტერი გიყვარდეს, თორემ ქრისტეს მტერი როგორ უნდა შეიყვარო? მაგრამ არ უნდა გძულდეს და აქედან მოდის სიყვარული.

ნილოს სინელი: თუ არ იცი მოყვასის სულიერი მდგომარეობა, რჩევას ნუ მისცემ, იქნებ შენი რჩევით დაიღუპოს კიდეც.

ვოვენარგი: სიმშვიდე ყველაზე ძლიერი ემოციაა, დუმილი – ყველაზე უფრო ხმამაღალი და გულგრილობა – ომზე უფრო საშიში.

ბეკონი: ტკივილის ირონია ისაა, რომ ნუგეშისცემა იმ ადამიანისგან გინდა, ვინც გატკინა.

რუმი: არსებობს ორი სახის დაღლილობა, ერთი – როცა გინდა, რომ დაიძინო და მეორე – როცა სიმშვიდეს ეძებ.

ჰიუგო: ტალახიდან ამოყვანილს აღარც ტალახი ახსოვს და აღარც ამომყვანი.

შანელი: ხანდახან ქალი კეკლუცობაში მეტ სიამოვნებას ჰპოვებს, ვიდრე სიყვარულში.

ბრიუერი: ქალი, რომელსაც უყვარს, ეჭვების მიზეზების გამოძებნას უფრო ადვილად ახერხებს, ვიდრე სიამოვნების სხვადასხვა სახისას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა