ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№44

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 10.11

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

ფრანკლინი: ამაყ ადამიანებს სძულთ სხვათა სიამაყე.

ჩერჩილი: იდექი მყარად იქ, სადაც სხვები დაეცნენ, შეეჭიდე იმ სიმართლეს, რასაც ყველა გაექცა.

მონტენი: სანამ ესვრი შენს ქმედებებს ბუმერანგს, მანამდე დაფიქრდი, როგორ დაიჭირო ბუმერანგის შედეგები.

ბეკონი: თუ ნახირში არის თხა, მაშინ ყველა ცხვარი ამ თხას მიჰყება, ეს არის ადამიანთა საზოგადოებასთან სრული ანალოგია.

ბალზაკი: გიყვარდეს ის, ვინც გირჩევს და არა ის, ვინც გაქებს.

სტაინბეკი: ერთი რამე მასწავლა ცხოვრებამ, თუ გასაჭირში ხარ, გტკივა ან გშია, ღარიბს სთხოვე დახმარება – მარტო ის დაგეხმარება, მეტი არავინ.

განდი: თავიდან შვილს უნდა მოექცე, როგორც მეფეს, შემდეგ – როგორც მონას, ბოლოს კი – როგორც მეგობარს.

ტოლსტოი: არავის არაფერი დაუმტკიცო. ის, რაც ზოგისთვის შეცდომაა, სხვისთვის სამართალია.

პიუზო: არ არის საჭირო, გვეზიზღებოდეს ადამიანები, რომლებსაც ჩვენი შურთ, რადგან ამით ისინი აღიარებენ, რომ მათზე უკეთესები ვართ.

გაბრიელ ქიქოძე: ადამიანი ბედნიერი იქნება, თუ ყველა სურვილი აუსრულდება. მაგრამ, უფრო ბედნიერი იქნება, ღვთის ნაბოძებით რომ კმაყოფილდებოდეს.

ამბა დოროთე: კაცი, რომელიც არაფერს აკეთებს, ამით უკვე ბევრს აფუჭებს.

იოანე ოქროპირი: ღმერთის წინაშე ყოველი ცოდვა ზღვის კენჭებივითაა. არ არსებობს ცოდვა, სინანულს რომ აღემატებოდეს.

ბობ დილანი: თუ ყოველდღე არ იბადები, ესე იგი, მთელი ცხოვრება კვდები.

ვოლტერი: პატიობენ მას, ვინც უყვართ. დანარჩენს ემშვიდობებიან.

ვოვენარგი: სანამ ილოცებ, აპატიე; სანამ გულს ატკენ, შეიგრძენი; სანამ ილაპარაკებ, მოუსმინე; სანამ შეიძულებ, შეიყვარე; სანამ მოკვდები, იცხოვრე!

ფრანსი: კაცს უნდა ჰყავდეს ისეთი ქალი, რომელიც ბევრისთვის სასურველია, მაგრამ ამას ვერ ბედავს.

მოლიერი: მამაკაცს სჭირდება სექსი, რომ იგრძნოს სიყვარული, ხოლო ქალს სჭირდება სიყვარული, რომ იგრძნოს სექსი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა