ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 27.10
იუნგი: პოლიტიკაა, როდესაც მართავ ეტლს მრავალი წლის განმავლობაში, მაგრამ მერე ამჩნევ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მას სხვა მართავდა.
ვოლტერი: შუა ხნის კრიზისია, როცა ბავშვები უკვე გაიზარდნენ და შენ ჯერ ვერა.
პიუზო: მაძღარი ცხოვრება კლავს შენში მოაზროვნე ადამიანს და თანდათანობით ნებისყოფას მოკლებული, ფულისა და ახირებების მონა ხდები.
ნაპოლეონი: თუ მე ვერ ვამტკიცებ, რომ სხვაზე უკეთესი ვარ, მაშინ მე დავამტკიცებ, რომ ის სხვა მე ვარ.
მილტონი: ადამიანს ელაპარაკე მხოლოდ ის, რასაც პირადად ეტყოდი.
ილია: ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან.
როკფელერი: შეგიძლიათ, იყიდოთ ზრდის ტემპი, მაგრამ ვერასოდეს იყიდით შესანიშნავ შედეგებს. ორი საშუალო დონის კომპანიის გაერთიანებით ვერასოდეს მიიღებთ ერთ საუკეთესო კომპანიას.
ბაკმანი: არაფერია იმაზე ადვილი ადამიანისთვის, რომელიც თავად არაფერს აკეთებს, ვიდრე მათი კრიტიკა, ვინც რეალურად ცდილობს საქმის კეთებას.
ამბა ისაია: რელიგია იმ ადამიანებს სჭირდებათ, ვისაც ჯოჯოხეთის ეშინია და რწმენა – იმ ადამიანებს, ვისაც ჯოჯოხეთი აქვს გამოვლილი.
იოანე ოქროპირი: განკითხვას დუმილით უპასუხე, დაელოდე, რას იტყვის ღმერთი.
ნეტარი იერონიმე: როცა შენი ქმნილება საყოველთაო საკუთრებად იქცევა, სასუფევლის კარს ღმერთი თვითონ გაგიღებს.
შანელი: დრო კარგი მკურნალია, მაგრამ ძალიან ცუდი კოსმეტოლოგი.
ჩაპლინი: არცერთი ადამიანის გაცნობას არ ვნანობ. ყველამ რაღაც მასწავლა, უბრალოდ, ზოგს ძალიან მწარედ გამოუვიდათ.
ჯემალ ქარჩხაძე: კაცი იმას აკეთებს, რაზედაც სინდისი გასწვდება. სინდისს კი ყველა საკუთარი მტკაველით ზომავს.
მონტენი: თუ გინდა, საქმე კარგად გამოგივიდეს, ცხოვრებით არ უნდა დატკბე, ცხოვრებას უნდა ებრძოლო.
ჰაინე: ქალები განსაკუთრებული ხალხია: თუ მათ კომპლიმენტს ეუბნებით, ისინი მათ სიმართლედ აღიქვამენ, თუ სიმართლეს ამბობთ, განაწყენდებიან.
ბუკოვსკი: არცერთ ქალს არ მოსწონს, როცა სხვა რამეებს მასზე მეტ დროს უთმობენ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან