ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 20.10
ვოვენარგი: როდესაც სიმშვიდეს აირჩევ, მას ბევრი დამშვიდობება მოჰყვება.
მონტენი: სუსტები შურს იძიებენ, ძლიერები პატიობენ, ჭკვიანები იგნორირებენ.
სტიუარტ მოლი: ადამიანის უნარი, გაიგოს, განსაჯოს და განასხვავოს, რა არის კარგი და რა არის ცუდი, გონებ-რივი საქმიანობა და საგანთა ზნეობრივი შეფასებაც კი, ყველა ეს უნარი მხო-ლოდ მაშინ ვარჯიშდება, როცა ადა-მიანი არჩევანს აკეთებს.
ბესიკ ხარანაული: ხალხმა მარტო პირჯვრის წერა ისწავლა ქრისტესგან, სხვა ყველაფერი, რაც ძნელია, მას შეატოვა.
ბეკონი: გააზრებული მოთმინება კარგია, მაგრამ არა ზედმეტად, პატივისცემა კარგია, მაგრამ ზომიერად. პატიება კარგია, მაგრამ არა უსასრულოდ. ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს. დაიცავი ისინი და დაცული იქნები ცხოვრებაში.
ოთარ ჭილაძე: დიდი უკულტურობის გამოხატულებაა უცხოურის გაფეტიშება და ეროვნულის უგულებელყოფა.
ტოლსტოი: ხელით გაცემული სიკეთე ენით არ უნდა გაანადგურო.
რემარკი: არავინ ხდება ისე უცხო, როგორც ადამიანი, რომელიც უწინ გიყვარდა.
მოემი: მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველი ადამიანი ის არის, ვისაც სიმშვიდე მოაქვს.
არქიმანდრიტი რაფაელი: არც შექებით ვხვდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით – უარესნი.
თეოფანე დაყუდებული: შენ წარმოთქვი სიტყვა და ის უკვე არასდროს მოკვდება, არამედ იცოცხლებს საშინელ სამსჯავრომდე. ის შენთან ერთად წარსდგება საშინელ სამსჯავროზე და იქნება შენკენ ან შენ საწინააღმდეგოდ.
იოანე სინელი: ვინც ღვთის შიში მოიხვეჭა, ის სიცრუეს განერიდა, რადგან მოუსყიდველი მსაჯული – სინდისი ახლდა თან.
დე ნირო: მე ვფიქრობ, რომ დღევადნელ დღეს რომ ადამიანი იყო – ეს გმირობაა.
რუსო: ერთგულება არ ნიშნავს, უღირსს შესწირო მთელი ცხოვრება.
აისედორა დუნკანი: სიტყვებით გადმოცემა რომ შემეძლოს, ჩემს ცეკვას რაღა აზრი ექნებოდა.
ფიურსტენბერგი: ყველაფერი ადამიანის ხელშია, ადამიანი კი – ქალის ხელში.
ჰაინე: ქალები ჩვენს შეცდომებს არ გვპატიობენ... არც თავისას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან