ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№39

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 06.10

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

ვოვენარგი: ადამიანები ვერასოდეს მიხვდებიან, რამდენს აკეთებთ მათთვის, სანამ კეთებას არ შეწყვეტთ.

მონტენი: ნუ შეგაშინებს სამართლიანი გზა იმის გამო, რომ მასზე მოსიარულენი ცოტანი არიან.

ლოიდ ჯონსი: ვინც სცადა რაიმე და არ გამოუვიდა, ბევრად უკეთესია, ვიდრე ის, ვისაც არაფერი გაუკეთებია.

ლაროშფუკო: უდიდესი შეცდომა, რომელიც ამ ცხოვრებაში დამიშვია, იყო, რომ ვფიქრობდი, სხვებსაც იგივენაირად ვეყვარებოდი, როგორც მე მიყვარდნენ ისინი.

მოემი: გამარჯვება არ გვაძლევს ძალას, ძალას იძლევა ბრძოლა... თუ იბრძვი და არ ნებდები.

დიკენსი: არასწორი ადამიანი დაგანგრევს, ხოლო სწორი ადამიანი გიპოვის დანგრეულს და აგაწყობს.

ანზორ ერქომაიშვილი: სიმართლის მთქმელი ღმერთის გარდა არავის უყვარს.

ბოუვი: ინტუიცია, როგორც მუსიკალური სმენაა, უსმენ ადამიანს და გრძნობ, რომ ფარისევლობს.

ღირსი იოანე სინელი: სიცრუე სიყვარულის გამრყვნელია, ხოლო ცრუ ფიცი – ღვთის უარყოფა.

ისააკ ასური: სულს ვერ დაარწყულებ მიწიერი სიამოვნების წყლით – ეს წყალი მხოლოდ აძლიერებს საცოდავი სულის წყურვილს.

ბერი პაისი: როცა სხვისგან რამეს იღებ, ადამიანურ სიხარულს განიცდი, ხოლო როცა გასცემ, მაშინ ღვთიური სიხარულით ივსები.

ნილოს სინელი: სანთელი წვას განაგრძობს, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა იქ ადამიანები; ასევე მორწმუნენი გამუდმებით უნდა აღასრულებდნენ სიკეთეს და არ უნდა ფიქრობდნენ იმაზე, უცქერს თუ არა ვინმე მათ საქმეს.

რუსო: ან მოკლავ შენში სიზარმაცეს, ან ის მოკლავს შენს ოცნებას.

ვოლტერი: ადამიანს აქვს ორი სათამაშო – საკუთარი ბედი და სხვისი ცხოვრება.

ტოლსტოი: გენდობა ის, ვინც თვითონაა ნდობის ღირსი.

ჩერჩილი: არასოდეს შემხვედრია ძლიერი ადამიანი იოლი წარსულით.

ჯონი დეპი: ბედნიერი ქალი ძლიერი ხდება, როცა მას არჩევანი არ აქვს.

ბრიუერი: ქალს კაცი არ უყვარდება, უყვარდება მამაკაცის მისდამი დამოკიდებულება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა