ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№38

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 29.09

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

ჰიუგო: გადაიჭირეთ ვენაზე ზონარი – იგრძნობთ ტკივილს, ჩახერგეთ მდინარის კალაპოტი – მოხდება წყალდიდობა, გადაუღობეთ გზა მომავალს – დაიწყება რევოლუცია.

ტოლსტოი: ყოველთვის გვეჩვენება, რომ ჩვენ ვუყვარვართ იმისთვის, რომ კარგები ვართ და ვერ ვხვდებით, რომ ვუყვარვართ იმიტომ, რომ ისინი არიან კარგები, ვისაც ვუყვარვართ.

ჩაპლინი: ჩემი მეგობრის ღიმილის დანახვით, მავიწყდება საკუთარი ცრემლები. ჩემი მეგობრის ცრემლების დანახვით მავიწყდება ჩემი ღიმილი.

სოკრატე: არავინაა შენი მეგობარი, არავინაა შენი მტერი, მაგრამ თითოეული ადამიანი შენთვის მასწავლებელია.

ვოლტერი: რთული პერიოდი ყოველთვის ავლენს ნამდვილ მეგობრებს.

რუსო: ხელი, რომელიც გასცემს, არასდროს რჩება ცარიელი.

რუდაქი: დრო ყველას გასცემს პასუხს. მიეცით დროს დრო.

დოჩანაშვილი: ამბობენ, რომ ტყუილით არავინ მომკვდარა, მაგრამ კვდება ნდობა, მეგობრობა და ადამიანობა.

სტენდალი: ცხოვრება უკეთესი ხდება, როცა ნაკლებს ელი.

ღირსი იოანე სინელი: ერთმანეთზე შეხლისას რკინა და ქვა ცეცხლს აღმოაცენებენ, მრავალმეტყველება და განცხრომა ერთად სიცრუეს ბადებენ.

წმიდა ბასილი დიდი: ვინც ბოროტებას ზიზღის გარეშე უყურებს, ის მალე მას სიამოვნებით დაუწყებს ყურებას.

ამბა ისაია: ყველაზე მაღალი ცა მეგონა. სინამდვილეში კეთილი ადამიანი ათჯერ მაღალია ცაზე.

კონფუცი: გაბრაზებული ადამიანი მუდამ შხამით არის სავსე.

რუმი: თუკი დეპრესია გაქვთ, ესე იგი, წარსულში ცხოვრობთ; თუკი შფოთვა გაწუხებთ – მომავალში; თუ მშვიდად ხართ – აწმყოში.

ვოვენარგი: უდიდესი ძალაა იმ ადამიანში, რომელიც შეძლებს გაჩუმებას, მაშინაც კი, როცა ის მართალია.

ჟვანეცკი: ქალი წიგნია და თუ თქვენ მას ვერ უგებთ, ის თქვენთვის არ დაწერილა.

მილერი: კეთილგონიერი ქალი შაქარს ამატებს ყველაფერს, რასაც ქმარს ეუბნება და მარილს ჩამოაშორებს ყველაფერ იმას, რასაც ქმარი ეუბნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა