ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 22.09
პითაგორა: ერთნაირად საშიშია, როდესაც გიჟს აძლევ მახვილს და უნამუსოს – ძალაუფლებას.
მარტინ სკორსეზე: დუმილი და ღიმილი ორი უძლიერესი იარაღია. ღიმილი არის მრავალი პრობლემის გადაჭრის საშუალება, ხოლო დუმილი მათი თავიდან აცილების.
სტენდალი: ადამიანი დედამიწაზე იმისთვის კი არ ცხოვრობს, რომ გამდიდრდეს, არამედ იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს.
მონტენი: შენდამი მოქცევის მიხედვით კაცს ნუ შეაფასებ. დააკვირდი, როგორ ექცევა იგი სხვებს.
რუსო: ჩემი შეცდომები მე მითხარი და არა სხვებს, რადგან ისინი მე უნდა გამოვასწორო და არა სხვებმა.
დიკენსი: როდესაც ვინმე გეხმარებათ, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ უამრავი პრობლემა აქვს... ეს დახმარება არაა, ეს სიყვარულია.
პიუზო: გულით სუფთა ადამიანები ყოველთვის რთულ ცხოვრებას გადიან.
რუმი: დუმილი ღმერთის ენაა, სხვა დანარჩენი ღარიბი თარგმანია.
ანზორ ერქომაიშვილი: სინდისიერ კაცში სხვა დადებით თვისებას ნუღარ ეძებ.
ნილოს სინელი: შეიძლება, მცირე იყოს შენი რწმენა, მაგრამ ღმერთი ხომ დიდია, ილოცეთ, რადგან ლოცვას მოაქვს რწმენა, რწმენას – იმედი, იმედს კი – სიმშვიდე და სადაც სიმშვიდეა, იქ არის ღმერთი.
პაისი ათონელი: მე ჭკუიდან შევიშლებოდი ამქვეყნიური უსამართლობისგან, რომ არ ვიცოდე, რომ უკანასკნელი სიტყვა ღმერთს ეკუთვნის.
სიმეონ ათონელი: სხვა ადამიანს რომ დაეხმარო, აუცილებელი არ არის, იყო მდიდარი და ძლიერი, საკმარისია იყო კეთილი.
კლიუჩევსკი: ვერავინ დაგიცავს ისე, როგორც მამა, ვერავინ შეგიყვარებს ისე, როგორც დედა.
ვოლტერი: იცი, რა განსხვავებაა შენსა და დედაშენის ღიმილში? – შენ იღიმები, როცა ბედნიერი ხარ და დედაშენი იღიმება, როცა შენ ხარ ბედნიერი.
ვოვენარგი: წყენაზე საშინელი წყენინების შემდეგ არსებული დუმილია.
რანევსკაია: რატომ აქვთ ლამაზ ქალებს უფრო მეტი დაფასება მამაკაცებისგან, ვიდრე ჭკვიანებს? – იმიტომ, რომ ბრმა მამაკაცი ცოტაა, უტვინო კი – საკმარისად.
შანელი: მოდა იმ ქალებისთვისაა, ვისაც გემოვნება არ ჰყოფნით, ეტიკეტი კი – მათთვის, ვისაც აღზრდა არ ჰყოფნით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან