ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№36

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 15.09

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

ორუელი: სიყალბის ეპოქაში სიმართლის თქმა რევოლუციური აქტია.

დოჩანაშვილი: ბედნიერება – ეს ხასიათის თვისებაა: ზოგს ხასიათში აქვს, მას მუდამ ელოდოს; ზოგს – მუდამ ეძებოს, ზოგს – ყველგან იპოვოს.

ვოვენარგი: ყველაზე რთული გზა მაშინ გავიარე, როდესაც ყველას ეგონა, რომ კარგად ვიყავი.

ჩაპლინი: მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც!

მონტენი: მარტოობა საუკეთესო მეგობარია. სიჩუმე – საუკეთესო მოსაუბრე.

იუნგი: შენ ხარ ის, რასაც აკეთებ და არა ის, რასაც ამბობ, რომ გააკეთებ.

ოშო: ჭეშმარიტი კაიფი სიფხიზლეა.

რუკერტი: არასდროს არავინ უნდა აამაღლო იმ სიმაღლემდე, რომ ბოლოს თვითონაც ვეღარ შესწვდე, არასდროს არავინ უნდა გააიდეალო, რომ მერე იმედგაცრუებულმა არ ეძებო შენი იმედები და არა თვით ადამიანი, რომელიც არც არასდროს გყოლია.

ეფრემ არიზონელი: გიჭირს? გტკივა? მწუხარების სიმძიმისგან ტირი? დაიღალე? გამხნევდი, ღვთის სასუფეველი ასე მოიპოვება, მაგრამ თუ სავსებით მოსვენებული ხარ და ღმერთი აღარ გახსოვს, მაშინ იდარდე, რადგან ღვთისკენ მიმავალ გზას ასცდენიხარ.

ამბა ისაია: ყველა გამოსცდის იმას, რასაც სხვას გადაატანინებს, ცხოვრება ბუმერანგია.

ნილოს სინელი: სათნოებებში წარმატება ნიშნავს თავმდაბლობაში წარმატებას.

პიუზო: როცა ადამიანს დაკარგავ, მერე რა მნიშვნელობა აქვს, რას შეიძენ.

რუსო: ათასგვარი უბედურებისგან გატეხილ გულს, ერთი გონივრული თანაგრძნობა ამთელებს.

მოემი: კარგ ურთიერთობებს არ სჭირდება წესები, პირობები, კანონები. სჭირდება მხოლოდ ორი ადამიანი: ერთი – ვინც ენდობა, მეორე კი – ვისაც ნდობა ესმის.

ალენ დელონი: თანამედროვე დროში ჩვენ ვცდილობთ, შეუმჩნეველი გავხადოთ ქალსა და მამაკაცს შორის განსხვავება, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავება ულამაზესია.

უაილდი: ჩვენ, მამაკაცებს, ის ქალები რომ გვყავდეს ცოლებად, რომლებსაც ვიმსახურებთ, ცუდად იქნებოდა საქმე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა