ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№35

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 08.09

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

ლუის ბრანდეისი: თუ გვინდა, მივაღწიოთ კანონის პატივისცემას, მანამდე უნდა შევქმნათ ისეთი კანონი, რომელიც პატივისცემას იმსახურებს.

 

მონტენი: ცხოვრება ლამაზია, როცა არავის ეჯიბრები, არავისი გშურს და არავის ადარებ თავს.

ანზორ ერქომაიშვილი: თუ გენიოსი გიწოდეს, ბედნიერებაა, თუ დაიჯერე – უბედურება.

ვოვენარგი: წყენა ქვებს ჰგავს, ნუ აგროვებ შენში მას, თორემ წაგაქცევს და გაგსრესს.

ნიცშე: ნუ იფიქრებთ ბევრს გადაწყვეტილების მისაღებად. ასე თქვენ შექმნით ისეთ პირობებს, რომლებიც თავიდან არც კი არსებობდნენ.

პიუზო: ზოგჯერ ისეთი მონდომებით გატყუებს ადამიანი, რომ აქეთ შენ გერიდება, აგრძნობინო, სიმართლე ვიციო.

იბსენი: როცა სიყვარულს იხვეწები, ეს უკვე სიყვარული აღარაა. როცა იძულებული ხარ, შენი სანდოობა ამტკიცო, ნამდვილ ნდობას ვერასოდეს მოიპოვებ.

ჰიუგო: როცა სხვებში საუკეთესო თვისებების აღმოჩენას ვცდილობთ, საკუთარ თავშიც საუკეთესოს ვპოულობთ.

ნეტარი ავგუსტინე: ქრისტემდე ადამი ჯოჯოხეთშია, ქრისტეს შემდეგ კი ავაზაკიც სამოთხეში ხვდება.

ეფრემ ასური: სამი გული უნდა გქონდეს: ღმერთისთვის – გული წმიდა; მოყვასისთვის – გული მოწყალე; საკუთარი თავისთვის – გული ბოროტი.

ამბა ისაია: სიყვარულის ნაკლებობას ვერაფერი შეავსებს, მაგრამ სიყვარული ყველაფრის დანაკლისს ავსებს.

დიკენსი: ადამიანი მაშინ იცვლება, როცა გულს სტკენენ ან ბევრ რამეს მიხვდება.

ალ პაჩინო: მან, ვინც დუმილი არჩია, უკვე ყველაფერი თქვა.

ემერსონი: ყველაზე დიდი ტრიუმფი არის, დარჩე სუფთა ადამიანად ბინძურ სამყაროში.

უაილდი: წარმოსახვა ადამიანს მიეცა, რათა დაამშვიდოს ის, ხოლო იუმორი – როდესაც ნერვიულობს იმაზე, რაც მას არ აქვს.

ბალზაკი: ქალებს სჩვევიათ შესაძლებელზე დაყრდნობით შეუძლებლის მტკიცება და წინათგრძნობების საფუძველზე ფაქტების უარყოფა.

ტვენი: ქალი მამაკაცისთვის გამოცანაა, რომლის პასუხსაც ის შემდეგ ქალში ეძებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა