ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 01.09
ჩაპლინი: ხარბი ადამიანი ყოველთვის ღარიბია.
უაილდი: ყველაზე დიდი ტანჯვაა, როდესაც არ მიგიღწევია იმისთვის, რაც გწყურია და ამაზე უარესი ტანჯვაა, როდესაც მიაღწევ იმას, რაც გინდოდა და აღარ იცი, რა გააკეთო.
მონტენი: ნუ შეგაშინებს იმ მგლის ყმუილი, რომელიც ზამთრის ცივ ღამეებს საქათმეში ატარებს.
ჩეხოვი: თუ გინდა, ცხოვრებას გაუგო, ნუ მიაქცევ ყურადღებას, რას ამბობენ და წერენ, მხოლოდ დააკვირდი და შეიგრძენი.
ანზორ ერქომაიშვილი: მგალობელი ჩიტი მტაცებელი ვერ გახდება.
ფორდი: ვინც სწავლას თავს ანებებს, ბერდება. მნიშვნელობა არ აქვს, ის ოცი წლის არის თუ ოთხმოცის.
მარკესი: საკუთარი უმეცრების აღიარება ხშირად ჩვენი შემეცნების გზაზე გადადგმული პირველი ნაბიჯია.
როულინგი: ჩვენი შეცდომები არაფერზე მეტყველებს, მაგრამ ის, თუ როგორ ვიქცევით შეცდომის დაშვების შემდეგ, წარმოაჩენს, ვინ ვართ.
ისააკ ასური: რა ბევრს მიაყენა ზიანი საკუთარმა სათნოებამ იმით, რომ გამოაცხადა და ქებაც მიიღო.
ნილოს სინელი: რასაც არ უნდა ფიქრობდნენ და ამბობდნენ ადამიანები ჩვენ შესახებ, სინამდვილეში ისეთნი ვართ, როგორებსაც ღმერთი გვხედავს.
იოანე ოქროპირი: ის კი არ არის ჭეშმარიტად გულმოწყალე, რომელიც მოჭარბებულიდან აძლევს, არამედ ის, ვინც ღატაკისთვის საჭიროსაც მოიკლებს.
ვოვენარგი: არ შეიძლება, ადამიანს ლამაზი თვალები ჰქონდეს, თუ მას არასდროს უტირია.
ალ პაჩინო: ყოველთვის ნუ იტყვი იმას, რაც იცი, მაგრამ ყოველთვის იცოდე ის, რასაც ამბობ.
დოსტოევსკი: ხალხი რა ლამაზად საუბრობს სიყვარულზე და რა ულამაზოდ უყვართ.
პიუზო: ნუ იჩქარებთ საკუთარ თავზე ლაპარაკს. თქვენ შესახებ ლაპარაკი დაიწყება მას შემდეგ, როგორც კი წახვალთ.
ტვენი: თუ გოგონა იოლად დაგთანხმდათ მოვიდეს თქვენს სახლში, ეს არ ნიშნავს, რომ ასევე იოლად დაგთანხმდებათ, წავიდეს თქვენი სახლიდან.
კარნეგი: თუ ქალი უპასუხებს ყველა თქვენს შეკითხვას, არ დაუჯეროთ მას. თუ ის ჩუმად არის, უფრო მეტად არ დაიჯეროთ მისი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან