ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 18.08, 2024 წელი
ნაპოლეონი: კაცობრიობის ტანჯვა გამოწვეულია არა ცუდი ადამიანების ქმედებებით, არამედ კარგი ადამიანების დუმილით.
ვოვენარგი: თუ გინდა, სამყარო გაასულელო, სიმართლე ილაპარაკე.
მონტენი: ადამიანი თავის შეცდომას მხოლოდ მაშინ ხვდება, როცა მასაც ისე მოექცევიან, როგორც ის მოექცა სხვას.
ჰემინგუეი: ადამიანის გამოცდის ჩინებული საშუალებაა, ენდო მას.
მაჰათმა განდი: მშვიდობა არაფრად ღირს, თუ ის თავის თავში არ ჩართავს შეცდომის დაშვების თავისუფლებას.
ნიცშე: მეგობრობას არ გეგმავენ, სიყვარულის შესახებ არ ყვირიან, სიმართლეს არ ამტკიცებენ.
სტეტჰემი: დაიმახსოვრეთ ერთი რამ, ფუტკრები თავის დროს არ ფლანგავენ, დაარწმუნონ ბუზები, რომ თაფლი უკეთესია, ვიდრე ნაგავი.
ვან გოგი: ნორმალურობა – ეს ასფალტირებული გზაა, რომელზეც სასიამოვნოა სიარული, მაგრამ ყვავილები მასზე არ იზრდებიან.
იოანე ოქროპირი: ნუ იამაყებ იმით, რომ დგახარ, არამედ გეშინოდეს, რომ არ დაეცე.
ღირსი მაქსიმე: ჭეშმარიტებაზე გაჩუმება იგივეა, რაც მისი უარყოფა.
ღირსი სილუან ათონელი: ვინც ღმერთს მიენდო, მისთვის გაცილებით იოლია ცხოვრება, რადგან ავადმყოფობაშიც, სიღარიბეშიც, დევნილობაშიც ამას ფიქრობს: ღმერთს ასე ნებავს. მე კი მოთმინება მმართებს ჩემი ცოდვებისთვის.
მოლიერი: თუ არ იბრძვი იმისთვის, რაც გიყვარს, მშვიდად იყავი, როდესაც მას დაკარგავ.
გოეთე: მე ქედს ვიხრი განათლებული ხალხის წინაშე, მაგრამ კეთილი ადამიანის წინაშე მუხლებზე ვდგები.
პიუზო: რთულ დროს აღმოაჩენ მეგობრებს, მტრებს და საკუთარ თავსაც.
რანევსკაია: ნამდვილი მამაკაცი – ეს არის კაცი, რომელმაც ზუსტად იცის ქალის დაბადების დღე და არასდროს იცის, რამდენი წლისაა ის.
მენკენი: ქალი სუსტი, დაუცველი არსებაა, რომლისგან თავის დაღწევა შეუძლებელია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან