ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№33

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 25.08

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

ნიცშე: თუ ადამიანმა იცის, რატომ ცხოვრობს, მას შეუძლია, გაუმკლავდეს თითქმის ნებისმიერ როგორს.

ვოვენარგი: ბედნიერი ადამიანი ყოველთვის რაღაცაშია დამნაშავე. ბევრი ადამიანის წინაშე ის დამნაშავეა მხოლოდ იმიტომ, რომ ბედნიერია.

ჩაპლინი: როცა ადამიანს ათასი უბედურება და იმედგაცრუება დაატყდება თავს და სულით მაინც არ დაეცემა, მას ან რწმენა შველის, ან იუმორის გრძნობა.

ოტია: სიყვარული დიდი ტვირთია, სუსტი, უძლური და უნიათო ვერ ასწევს, ვერ ატარებს...

ბესიკ ხარანაული: მე დავიღალე, სამაგიეროდ, ახლა უკვე კარგად ვიცი, რომ მარტო ვარ ამ ქვეყანაზე.

ლაო ძი: შური გპარავს წარმატებას; ბრაზი – ახალგაზრდობას; სიძულვილი – ჯანმრთელობას.

ჰეგარტი: ის, რასაც გული დღეს გრძნობს, გონებას ხვალ ეცოდინება.

რონი: ერთადერთი უდიდესი საჩუქარი, რომლის გაცემაც შეგიძლია, შენი ყურადღებაა.

მამა გაბრიელი: ადამიანი ისე უნდა ამხილო, რომ გული სიყვარულით გქონდეს სავსე.

იოანე ოქროპირი: მოყვასის არათუ განკითხვა, განკითხვის მოსმენაც კი არ შეიძლება.

ამბა ისაია: მორჩილება და მოთმინება უფრო ძლევამოსილია, ვიდრე საყვედური, თუნდაც სამართლიანობაზე დაფუძნებული.

ჰიუგო: ადამიანები ბევრ შეცდომას უშვებენ, მაგრამ ყოველთვის უნდა გადაწყვიტო, მათი შეცდომა უფრო დიდია თუ შენი სიყვარული მათდამი.

გია მურღულია: ამქვეყნად ორი მთავარი რამ არსებობს: მოვალეობის სიყვარული და სიყვარულის მოვალეობა. ორივე ღირსეული ადამიანის ხვედრია.

ფროიდი: თქვენი ცხოვრებიდან მავნე ადამიანის გამორიცხვა არ ნიშნავს მათ სიძულვილს. ეს ნიშნავს საკუთარი თავის პატივისცემას.

უაილდი: ქალებს არ შეუძლია კაცის შეცვლა. კაცი ცვლის საკუთარ თავს, როცა ნამდვილად შეყვარებულია.

რემარკი: მამაკაცები, რომლებიც არ ჰპატიობენ ქალებს მათ პატარა ნაკლოვანებებს, ვერასოდეს დატკბებიან მათი დიდი ღირსებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა