ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 11.08
სოკრატე: მტრების გარეშე არ არსებობ, არავინ ხარ. მაგრამ, როცა გყავს, ეს ნიშნავს, რომ ღირსეული ხარ.
თალესი: ყველაზე ძნელი საკუთარი თავის შეცნობა და მასზე გამარჯვებაა, ხოლო ყველაზე იოლი – სხვებისთვის რჩევის მიცემა.
პიუზო: ზოგჯერ გინდა, ძალიან ბევრი რამ უთხრა იმ ადამიანს, რომელმაც გაწყენინა, მაგრამ შემდეგ ხვდები, რომ შენი სიტყვები უფრო ძვირფასია, ვიდრე ეს ადამიანი და ჩუმდები.
მაზნიაშვილი: თუ ერთი გაბრაზებული თაობა დამხვრეტს, მეორე მკვდრეთით აღმადგენს. სიცოცხლე არც დაბადებით იწყება და არც სიკვდილით მთავრდება.
კაპიცა: ხელმძღვანელობა ნიშნავს იმას, რომ ხელი არ შეუშალო კარგ ადამიანებს მუშაობაში.
ოშო: ვინც არ აკაკუნებს, მას არ უღებენ. ვინც არ ცდილობს, მას არ გამოსდის.
ვოვენარგი: ნუ გჯერა ყველაფრის, რასაც ხედავ, მარილიც ხომ ისე გამოიყურება, როგორც შაქარი.
მამა გაბრიელი: თუ არ დაეცი, ღვთის ძალას ვერ შეიცნობ. მე რომ ცოდვილი არ ვიყო, ცოდვილებს რა შემაყვარებდა?
ნეტარი ავგუსტინე: არ შეიძლება, სული იყოს ლამაზი, თუ არასდროს დატანჯულა.
იოანე ოქროპირი: კეთილი უვიცობა ცუდ ცოდნაზე უმჯობესია.
მონტენი: სჯობს, ჩუმად იყო მანამდე, სანამ არ შეგეკითხებიან, ვიდრე ილაპარაკო მანამდე, სანამ გაჩუმებას გთხოვენ.
რუსო: ადამიანი ლამაზია მხოლოდ მაშინ, როცა აქვს გული.
მოემი: მეხსიერებიდან ვერაფერს ამოშლი, უბრალოდ, უნდა იცოდე, როგორ მოექცე იმას, რაც გახსოვს.
ოტია: შეყვარებამდე უნდა გაახილო თვალები, თორემ თუ შეგიყვარდა, მერე მარტო ის და მისი ძაღლი კი არა, მეზობლის ნაგაზიც გეყვარება.
უაილდი: არ არსებობს იდეალური ქორწინება, უბრალოდ, არსებობენ ბრძენი და მომთმენი ცოლები.
ბრაუერი: დაუმეგობრდი ჭკვიან ქალს, რომლის მიზანი შენი წარმატებაა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან