ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 11.08
ტვენი: არჩევნებზე რომ რაიმე იყოს დამოკიდებული, ჩვენ, ალბათ, ნებას არ დაგვრთავდნენ მასში მონაწილეობაზე.
ომარ ხაიამი: საყვარელ ადამიანში მისი ნაკლოვანებებიც მოგვწონს, ხოლო ათვალისწუნებულში მისი ღირსებებიც კი გვაღიზიანებს.
ტაისონი: თუ ადამიანი დგება დაცემის შემდეგ, ეს არ არის ფიზიკა, ეს ხასიათია.
ფრედერიკ ბასტია: გადასახადი – ეს ძარცვაა კანონით.
ვოლტერი: ნუ ინაღვლებთ, რომ ბერდებით – ბევრს ამაზე უარი ეთქვა. სიცოცხლე ყველას ეძლევა, ხოლო სიბერე – რჩეულებს.
რუსო: არის კარი, რომელიც სამუდამოდ უნდა დატოვო დაკეტილი. და არის საიდუმლო, რომელიც უნდა დაივიწყო.
ვერბერი: ბევრი რამ უნდა გადაიტანო, რომ ადამიანი გახდე.
მარკესი: თუ გსურს დიდი გამარჯვება, დიდი დამარცხებისთვისაც მზად უნდა იყო.
ჯობსი: ის, რასაც გული დღეს გრძნობს, გონებას ხვალ ეცოდინება.
წმიდა ანტონ დიდი: სიამაყემ და ამპარტავნებამ ანგელოზი ციდან გადმოაგდო, თავმდაბლობასა და მორჩილებას კი ადამიანი ზეცაში აჰყავს.
მამა გაბრიელი: არ შეიძლება, ხატს სახეზე ემთხვიო, ჩარჩოზე რომ ემთხვიო მორიდებით, ისიც საკმარისია. სასოება უნდა ხატებთან ურთიერთობას, არ უნდა ბევრი კოცნა, უნდა მიხვიდე სიყვარულით, გულითა და სასოებით. გადაჭარბებული ღმერთს არაფერი უყვარს.
დეკანოზი არტემი: სამი მცირე ოქროს წესი ენისთვის: იფიქრე, რას ამბობ; ნუ ლაპარაკობ იმას, რაზეც არ გიფიქრია; ყველაფერს ნუ იტყვი, რასაც ფიქრობ.
შილერი: სწორ დროს უნდა წახვიდე არასწორი ადგილიდან.
ლაუბი: რამხელა ძალაა საჭირო, მოითმინო ის, რის გამოც ყვირილი გინდა.
სენეკა: სამშობლო არავის უყვარს იმიტომ, რომ დიდია ან პატარა, არამედ უყვარს იმიტომ, რომ თავისია.
სტენდალი: ახალგაზრდა, ლამაზი ქალი ბუნების სასწაულია, შუახნის ლამაზი ქალი – ხელოვნების სასწაული.
ბუასტი: თუ ქალის ხასიათი აუტანელია, მაშინ სილამაზე უფასურდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან