ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№29

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 28.07

ცნობილების ციტატები
დაკოპირებულია

ლაო ძი: გსურს, დაეხმარო ახალბედას – გააკეთე მასთან ერთად; გსურს, დაეხმარო მოხუცს – გააკეთე მის მაგიერ; გინდა, დაეხმარო ოსტატს – განეშორე და ნუ შეუშლი ხელს; გინდა, დაეხმარო სულელს – თვითონ ხარ სულელი.

ფრედერიკ ბასტია: მთავრობა – ეს დიდი ფიქციაა, რომლის შემწეობით თითოეული ცდილობს, ყველა დანარჩენის ხარჯზე იცხოვროს.

ჟაკ-ივ კუსტო: საბაზრო ეკონომიკაში ნებისმიერ ნივთს აქვს ფასი, მაგრამ არაფერს არა აქვს ღირებულება.

ნიცშე: მეგობრობას არ გეგმავენ, სიყვარულის შესახებ არ ყვირიან, სიმართლეს არ ამტკიცებენ.

ოტია: ამქვეყნად ყველას თავისი ადგილი აქვს და იმას ნუკი ეძებ, ვის სკამზე დაჯდე, შენი სკამი იპოვე და იქ დაბრძანდი.

საადი: მადლიერი ძაღლი უმადურ კაცს სჯობს.

ჰიუგო: იყავი კარგი ადამიანი, მაგრამ არასდროს დაკარგო დრო ამის დასამტკიცებლად.

იოანე ოქროპირი: როცა ვიგრძენი, რომ ყველაფრის პატიება შემეძლო, აღარც არაფერი იყო. პატიება გაცხადებული დასასრულია.

წმიდა ბასილი დიდი: მტერზე შურისძიების საუკეთესო საშუალებაა, მას იგივე არ მივაგოთ და ხელის კვრის ნაცვლად მოკრძალებით დავამარცხოთ.

ნეტარი ავგუსტინე: ღმერთი დახმარების ხელს მხოლოდ მას უწვდის, ვინც საკუთარ თავს ეხმარება.

ჩაპლინი: შენს ადამიანობას განსაზღვრავს ორი რამ: შენი მოთმინება, როცა არაფერი გაგაჩნია და შენი ქცევა, როცა ყველაფერი გაქვს.

ვოვენარგი: მთავარი ის არ არის, რამდენი გებრძვის, მთავარი ის არის, რამდენი ადამიანი გიდგას გვერდში.

მონტენი: ყოველთვის მოიძებნება კალამი, რომლითაც მომავალს დაწერთ, მაგრამ ვერასდროს მოძებნით ისეთ საშლელს, რომლითაც წარსულის წაშლას შეძლებთ.

შანელი: თუ ქალი დუმს ყურადღებით მოუსმინე.

ბრიუერი: თუ ქალი გაბრაზებულია, მაშინ ის არა მხოლოდ ცდება, არამედ ესმის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა