ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№28

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 21.07

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

სოკრატე: არ მითხრა, რა გითხრეს ჩემზე... შენ ის მითხარი, როგორ განიხილავდნენ ამას შენთან ასე მარტივად.

პიეტრო დელა ვალე: ქართველები რომ ისევე ებრძოდნენ მტერს, როგორც ერთმანეთს ებრძვიან, დიდი ხანია, დამოუკიდებლები იქნებოდნენ.

შილერი: ყველაზე დიდი დაბრკოლებაა შიში! ყველაზე საშიში ადამიანი – მატყუარა! ყველაზე ამაზრზენი გრძნობა – შური! ყველაზე დიდი ძალა – რწმენა!

რუსო: როდესაც ვინმე გეხმარებათ, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ უამრავი პრობლემა აქვს... ეს დახმარება არაა, ეს სიყვარულია.

ბესიკ ხარანაული: დაანებე თავი! გამოსწორებაში შენ შეიცვლები.

ოტია: ცუდ ამინდს კი მოჰყვება კარგი ამინდი, მაგრამ ნაცუდკაცარი ვერასდროს ვერ იკაიკაცებს.

მონტენი: სულელთან კამათი ადასტურებს, რომ სულელი ორია.

პულმანი: ვერ შეცვლი იმას, ვინც ხარ, მაგრამ შეგიძლია, შეცვალო ის, რასაც აკეთებ.

იოანე ოქროპირი: როდესაც მოყვასს წყენის სანაცვლოს მიაგებ, მაშინ მას ღმერთი აღარ სჯის, ხოლო როდესაც შენ მიუტევებ, მაშინ უფალი ან მას სჯის, ან შენს ცოდვებს მოგიტევებს.

ისააკ ასური: ვინც დასაწყისიდანვე ეწინააღმდეგება ვნებებს, ის მალე გაიმარჯვებს მათზე.

ტოლსტოი: ნუ მელაპარაკები ზედმეტად რელიგიაზე, ნება მომეცი, რელიგია დავინახო შენს ქმედებაში.

ვოვენარგი: ნუ გაჰყვებით უმრავლესობას, გაჰყევით სწორ გზას.

ჯონი დეპი: იცინე იმდენი, რამდენსაც სუნთქავ და გიყვარდეს იმდენ ხანს, რამდენსაც ცხოვრობ.

ტაისონი: არაფერი ისეთი ძლიერი არ არის, ვიდრე გატეხილი ადამიანი, რომელიც ძალებს იღდგენს.

ალ პაჩინო: ვინმეს თუ დავჭირდი, მე ისევ იქ ვარ, სადაც მანამდე ვიყავი, როცა არავის ვჭირდებოდი.

ლაუბი: ქალები უფრო ლამაზები არიან, ვიდრე გამოიყურებიან.

ჰეპბერნი: მე თანახმა ვარ, ვიცხოვრო სამყაროში, რომელსაც მართავენ კაცები, სანამ მე შემიძლია, ვიყო ქალი ამ სამყაროში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა