ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 14.07
რუმი: როცა ფეხზე დგები, მეგობრები იგებენ, ვინ ხარ შენ. როცა ეცემი, შენ იგებ, ვინ არიან შენი მეგობრები.
სენეკა: ბრძენს ჰკითხეს: „მტერი ვინ გყავსო“ და ყველა, ვისაც კი სიკეთე გავუკეთეო.
ვოვენარგი: როდესაც დამარცხდები, თვალები დახუჭე, რომ თვალი არ გაგექცეს და ვინმეზე არ იფიქრო. მარტო შენს თავს შეხედე. ხოლო როდესაც გამარჯვებული ხარ და ტაშს გიკრავენ, ყოველთვის მიმოიხედე გარშემო, ვისთან ერთად დაიმსახურე ეს გამარჯვება.
ვოლტერი: ნუ ეძებ ხარვეზებს სახლში, სადაც კარი გაგიღეს.
ოტია: ზომიერების გრძნობა დიდი ნიჭია, თორემ თავის მობეზრება სიყვარულითაც შეიძლება.
ჰაინე: ვერავინ გაგიგებს შენ ორი ადამიანის გარდა: ვინც გაიარა ის გზა, რომელიც შენ გაიარე და ვისაც შენ უყვარხარ.
ჰაბარდი: კრიტიკას რომ გაექცე, არაფერი უნდა თქვა, არაფერი აკეთო და არავინ იყო.
კარნეგი: დღის გეგმას ვერ შეიმუშავებ, თუ შენი ცხოვრების გეგმა არ გაგაჩნია.
იოანე ოქროპირი: ნეტარია ის, ვინც ზნეობრივად საკუთარი თავი ისე აღზარდა, რომ შეუძლია, ხარობდეს სხვისი კეთილდღეობითა და ბედნიერებით, თუნდაც თვითონ ამით ვერაფერს იღებდეს.
ისააკ ასური: ადამიანის გონების არაშორსმჭვრეტელობა სწორედ მაშინ გამოვლინდება, როდესაც იგი იწყებს ოცნებას, რომ ყველაფერი დამოკიდებულია მის მჭვრეტელობასა და შორსმჭვრეტელობაზე.
ანტონ დიდი: საკუთარი თავისთვის ქველმოქმედებით ადამიანი თავისივე მტერი ხდება.
მონტენი: არ უნდა მიაჩვიო, თორემ ვალდებულს გაგხდიან.
რუსო: სულ რომ არაფერს ამბობ და იცი, ვიღაცას შენი უსიტყვოდ ესმის, ამაზე სასიამოვნო არაფერია.
ჟვანეცკი: ცხოვრება ზებრა არ არის – შავი და თეთრი ზოლებით. ცხოვრება ჭადრაკის დაფაა, აქ ყველაფერი შენს სვლაზეა დამოკიდებული.
უაილდი: ქალის უფლება არის კაცზე მეტი თქვას, ხოლო მამაკაცის მოვალეობა ქალზე მეტის გაკეთებაა.
ლაუბი: ქალი მეფობს, მაგრამ არ მართავს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან