ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 07.07, 2024 წელი
აბრაამ ლინკოლნი: ცხვარს და მგელს განსხვავებულად ესმით სიტყვა „თავისუფლება“, სწორედ ამის ბრალია ყველა უთანხმოება, რომელიც საზოგადოებაში არსებობს.
სარტრი: სხვისი მწუხარება რომ გაიზიარო, საკმარისია, იყო ადამიანი, მაგრამ სხვისი სიხარული რომ გაიზიარო, ანგელოზი უნდა იყო.
ვოვენარგი: ბედნიერია ის, ვისაც ღალატში სიყვარული უშლის ხელს და არა მორალი.
ფილდინგი: ბედნიერია ის, ვინც თავის თავს ბედნიერად მიიჩნევს.
კონსტანტინე: ძველ ბერძნებს ფილოსოფია ზრდიდათ, ებრაელებს – კანონი, ინდოელებს – ნირვანა, რუსებს – მათრახი, ქართველებს კი – პატივმოყვარეობა.
არნოლდ ჩიქობავა: ხალხის მეობას მისი ენა გვანიშნებს.
ფორდი: საფასური, რომელსაც წარმატებისთვის იხდი, შურით გამოწვეული კრიტიკის ატანაა.
ბრიუერი: ისინი, ვინც საკუთარ დროს ყველაზე უდიერად ეპყრობიან, ყველაზე მეტს წუწუნებენ მის სიმცირეზე.
ისაკ ასური: ამპარტავანი პატივისცემას ეძიებს მათგან, ვისაც ის არაფრად მიაჩნია.
ბასილი დიდი: ჭეშმარიტად კეთილი ადამიანი სხვისი მწუხარებისას საკუთარს ივიწყებს და სხვისი ბედნიერებისას – საკუთარ ბედნიერებას.
იოანე ოქროპირი: ცოდნა სიკეთის გარეშე ეშმაკის სიბრძნეა.
ვოლტერი: ბევრს ნუ ილაპარაკებ საკუთარ თავზე სხვებთან. გახსოვდეს, შურის მომენტში ბრმა იწყებს დანახვას, ყრუ – მოსმენას, ხოლო მუნჯი – ლაპარაკს.
რუსო: არ დაშორდე საკუთარ თავს სხვასთან მიახლოებისთვის.
დიუმა: უნდა იცხოვრო იმისთვის, რისთვისაც სიკვდილი შეიძლება.
პიუზო: მე არავინ მავიწყდება, უბრალოდ, ვაკვირდები, ვის ვახსოვარ.
ბუასტი: სარკე, რომელსაც ქალები ყველაზე მეტად ენდობიან, არის მამაკაცის თვალები.
კიპლინგი: ქალმა იცის სიყვარულის მნიშვნელობა, კაცმა კი იცის მისი ფასი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან