ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 30.06, 2024 წელი
ტალეირანი: პოლიტიკა – ეს არის ხელოვნება, ითანამშრომლო გარდაუვალობასთან.
პიერ ბუასტი: ყველა ადამიანური სურვილები რომ სრულდებოდეს, დედამიწა ჯოჯოხეთად იქცეოდა.
ვოვენარგი: მტერს უფრთხილდი ერთხელ, ცუდ მეგობარს – ათასჯერ.
სენეკა: არ უნდა მიიღო სიჩუმე უგულებელყოფად, სიმშვიდე – უმოქმედობად, სიკეთე – სისუსტედ.
შექსპირი: ქარიშხლის დროს დადებული ფიცი კარგ ამინდში დავიწყებას ეძლევა.
ლაროშფუკო: ეჭვიანობა იკვებება ეჭვიანობით. ის კვდება ან გადადის მძვინვარებაში, როგორც კი ეჭვიანობა დარწმუნებულობად გადაიქცევა.
დავით კლდიაშვილი: პატიოსნება თვითონ რომ არა გაქვს, სხვაში რაფერ დაგანახვებს შენი გაფუჭებულობა, შენი სიგლახე?
მონტენი: ღალატზე მეტად იმის მეშინია, რომ ვერ გავიგო ღალატის შესახებ. საშინელებაა, გიყვარდეს ადამიანი, რომელიც ამას უკვე აღარ იმსახურებს.
ამბა ევაგრე: გაიღე მოწყალება ხილული მათხოვრების მიმართ და გწამდეს უხილავი მიმღების.
გრიგოლ ღვთისმეტყველი: ძალა არ ჰქვია იმას, რაც ბრძოლაში არ გამოცდილა.
წმიდა ბასილი დიდი: შურიანი არაფრით განსხვავდება ადამიანისგან, რომელიც არაფრით არაა დაფარული და რომელსაც ყველანი ისრებს სტყორცნიან.
ჩაპლინი: შენს ადამიანობას განსაზღვრავს ორი რამ: შენი მოთმინება, როცა არაფერი გაგაჩნია და შენი ქცევა, როცა ყველაფერი გაქვს.
ფროიდი: ადამიანი რამდენადაც უმწიკვლოა გარედან, მით მეტი დემონები ჰყავს შიგნით.
მოსე საფირი: ისტორია – ეს რომანია, რომელიც სჯერათ, რომანი კი ისტორიაა, რომელიც არ სჯერათ.
ვალტერ სკოტი: ჩვენ სათაყვანო გმირებს ვძერწავთ თოვლისგან და ვტირით, როდესაც ისინი დნებიან.
კონსტანტინე: რამდენადაც საზიზღარია დაშინებული კაცი, იმდენად მშვენიერია შემკრთალი ქალი.
კამიუ: ქალებს ბუნებით სწავლობენ, კაცებს – წიგნებით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან