ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№24

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 23.06

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

ედრიენ შროუდი: სხვის ცხოვრებაში ყოველთვის ის ერევა, ვინც თავისას ვერ ალაგებს.

ვოლტერი: თუ გინდათ, რომ ცხოვრება იყოს ნათელი, შეწყვიტეთ მისი გამუქება.

პლანკი: რელიგია და მეცნიერება არ გამორიცხავენ ერთი მეორეს, პირიქით, ისინი ავსებენ ერთმანეთს და ურთიერთდამოკიდებულნი არიან.

ვოვენარგი: ლომებსაც ათვინიერებენ და იმორჩილებენ, ადამიანი კი ზოგჯერ თავის მრისხანებას ნებას აძლევს, ლომზე მეტად დაუმორჩილებელი იყოს.

არისტოტელე: ორი წელი ადამიანი სწავლობს ლაპარაკს, ხოლო შემდეგ, მთელ დარჩენილ ცხოვრებაში – მდუმარებას.

მურაკამი: ცხოვრება წყალს არ ჰგავს, ყველაფერი უმოკლესი გზით არ მიედინება.

მონტენი: თუ აქცენტს ცხოვრების დადებით მხარეებზე გააკეთებ, უარყოფითი გაქრება.

ჰენდელი: ისწავლე ყველაფერი, რისი შესწავლაც შესაძლებელია და საკუთარი გზა შემდეგ აირჩიე.

ნეტარი იერონიმე: დიდია ცოდვის ძალა, მაგრამ ასმაგად მეტია ღვთის მადლი.

ისააკ ასური: ყოველთვის იმაზე კი ნუ იფიქრებ, რაც გაქვს, არამედ იმაზე, რაც არ გაქვს; უფრო მეტად უნდა წუხდე იმ სათნოებებზე, რომლებიც არ გაქვს, ვიდრე თავი მოგქონდეს იმით, რაც გაქვს.

ათანასე ალექსანდრიელი: ზიანი არ მოგადგება, თუ თავს ადამიანებზე დაბლა დააყენებ, მაგრამ ძალიან დაზიანდები, თუ ერთ ადამიანზე მაინც აღიმაღლებ თავს.

ლევან გოთუა: ღალატი თავდაპირველად არის ძნელი, თორემ მერმე უბრალო „სარფიან“ საქციელად ექცევა ხოლმე გარეწარს...

კანტი: აზროვნება ნიშნავს, საუბრობდე საკუთარ თავთან.

რუსო: როცა წარმატებული ხარ, ყველა შენი საუკეთესო მეგობარია. დარწმუნდი, რომ ადამიანები, რომლებსაც შემოიკრებ, ის ხალხია, რომელთან ერთადაც წარუმატებლობის არ შეგეშინდება.

ფორდი: კარგი რჩევა ხშირად გამაღიზიანებელია, ცუდი რჩევა – არასდროს.

კიპლინგი: ოქრო ცეცხლით გამოიცდება, ქალი ოქროთი, კაცი – ქალით.

იბსენი: ინტუიცია არის ის, რაც ცვლის ქალის საღ აზრს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

2–8 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული