ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№23

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 16.06

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

ჯიმ კვიკი: როდესაც კვერცხს გარედან ტეხენ, ეს სიცოცხლის დასასრულია. თუ ის შიგნიდან ტყდება, ეს არის ცხოვრების დასაწყისი. ყველაფერი დიდებული შიგნიდან იწყება.

ედუარდო გალეანო: ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც დაკრძალვა მიცვალებულზე მნიშვნელოვანია, ქორწილი – სიყვარულზე, გარეგნობა კი – ჭკუაზე. ჩვენ ვცხოვრობთ შეფუთვის კულტურაში, რომელიც ვერ იტანს შიგთავსს.

ფრანკლინი: ან დაწერე რამე ღირებული, ანდა გააკეთე რამე ისეთი, რაზეც ღირს დაწერა.

ჩერჩილი: თუ შეატყობ, რომ მთავრობა მოგწონს, სასწრაფოდ ფსიქიატრს მიაკითხე.

კანტი: ბავშვს თუ დავსჯით ცუდი საქმისთვის, ხოლო კეთილისთვის დავაჯილდოებთ, მაშინ იგი კეთილ საქმეს გამორჩენის მიზნით ჩაიდენს.

როკფელერი: მარცხი წარმატების საპირისპირო არ არის. ის წარმატების ნაწილია.

ვოვენარგი: ყოველდღე რაღაცას ვსწავლობთ და ხშირად იმას, რომ ის, რაც წინა დღეს ვისწავლეთ, მცდარი იყო.

ბასილი დიდი: შურს არ შეუძლია იმის დათმენა, რომ სხვას კეთილი საქმეებისთვის აქებდნენ; ამიტომაც შური და გონება ერთმანეთთან განუყოფელია.

ამბა ისაია: სრული უშფოთველობა მას აქვს, ვისაც არ გააჩნია ვნება არც საგნების მიმართ და არც მასზე მოგონებებით.

იოანე ოქროპირი: ნუ დაივიწყებთ, ქრისტიანებო – შევიწყალოთ სხვები მანამდე, ვიდრე უფალს ჩვენს შეწყალებას ვთხოვთ.

ჭაბუა: ადამიანები ვერასოდეს დააფასებენ იმას, რაც აქვთ, რადგანაც მადლიერების გრძნობა ფიქრის შედეგად ვითარდება. ადამიანი კი იშვიათად თუ ფიქრობს ხოლმე და თუ ფიქრობს, მხოლოდ იმას, როგორ გაიუმჯობესოს მდგომარეობა.

ფრენკ კლარკი: საუკეთესო რამ, რაც შეიძლება მშობელმა შვილს ასწავლოს, მის გარეშე ცხოვრებაა.

პოუპი: სიტყვები ფოთლებივითაა – სადაც ყველაზე მრავლადაა, იქ გონიერების ბევრი ნაყოფი იშვიათად გვხვდება.

დიტრიხი: ქალებისთვის სილამაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჭკუა, რადგან მამაკაცისთვის ყურება უფრო ადვილია, ვიდრე აზროვნება.

ჰიუზი: ქალის ოცნებაა, იყოს მამაკაცის ოცნების ქალი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

2–8 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული