ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№22

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 09.06

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

არისტოტელე: ტვინის აღზრდა გულის აღზრდის გარეშე – ეს არ არის განათლება.

კანტი: ბრძენს შეუძლია, შეიცვალოს აზრი, სულელს – არასოდეს.

ტოლსტოი: ბრძენი ადამიანი ყველაფერს მხოლოდ საკუთარი თავისგან მოითხოვს, უმაქნისი კი – სხვებისგან.

ჰენრი მილერი: მინდა, რომ სამყაროში დაბრუნდეს კლასიკური სისუფთავე, როდესაც ნეხვს დაერქმევა ნეხვი, ხოლო ანგელოზს – ანგელოზი.

მერაბ კოსტავა: ადამიანო, შენდა იმედად ღაღადებს ფრაზა – „ნუ გეშინია“!

ომარ ხაიამი: ვინც კვდებოდა, მან იცის, რომ ცოცხლობს.

დე გოლი: ყოველთვის ყველაზე ძნელი გზა ამოირჩიეთ – მასზე თქვენ არ შეხვდებით კონკურენტებს.

აიზეკ აზიმოვი: შენი შეხედულებები ფანჯარაა, რომლითაც სამყაროში იხედები. დროდადრო თუ არ გაწმენდ, სინათლე ვერ შემოვა.

ნეტარი ავგუსტინე: არც მარხვა, არც დღესასწაულები არ შეიძლება იყოს იქ, სადაც მტრობა და ბოროტებაა.

იოანე ოქროპირი: არაფერზე ისე არ დარდობს სატანა და არაფრით ისე არ განიდევნება და ვერ განიარაღდება, როგორც მაშინ, როდესაც ადამიანს თავმდაბლობა უყვარს.

ამბა ისაია: ნუ მიენდობი შენს ძალებს და ღვთის შეწევნა ყოველთვის შენთან იქნება.

კარნეგი: ღმერთო, მომეცი ძალა, კბილები დავაჭირო ენას, სანამ ჩემს აზრებში გავერკვევი.

ვოვენარგი: როცა სირთულეები მრავლდება და გადაულახავად გეჩვენება, ეს ნიშნავს, რომ გამარჯვება ახლოსაა.

ვოლტერი: გააკრიტიკე ქმედება და არა პიროვნება.

რობაქიძე: ისე უნდა შეხედო საკუთარ წარსულს, როგორც გველი უცქერის საკუთარ პერანგს – გახდილსა და დაგდებულს.

იბსენი: თუ ჩვეულებრივი ქალი და ჩვეულებრივი მამაკაცი ერთმანეთს არაჩვეულებრივად მიიჩნევენ – ეს სიყვარულია.

პოლ ვალერი: ჭკვიანი ქალი ისაა, ვის საზოგადოებაშიც შეიძლება, ისე სულელურად მოიქცე, როგორც გინდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

2–8 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული