ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№21

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 02.06

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

ვოლტერი: ყველაზე დიდ შეცდომას მაშინ ვუშვებთ, როდესაც ვფიქრობთ, რომ ადამიანი გავიცანით.

ჰერაკლიტე ეფესელი: იყავი ფრთხილად მასთან, ვინც ტალახიდან ამოიყვანე, რადგან ის არ გაპატიებს, იქ რომ ნახე.

ჟვანეცკი: თუ გინდა, ყველა გააბედნიერო, ნუ იქნები ლიდერი, გაყიდე ნაყინი.

ფორდი: თუ თქვენ გაქვთ ფული, წამოიწყეთ, ბიზნესი, ხოლო თუ თქვენ არ გაქვთ ფული, სასწრაფოდ დაიწყეთ, ბიზნესი.

პლატონი: ჭკვიანები საუბრობენ იმიტომ, რომ მათ აქვთ სათქმელი, ხოლო ბრიყვნი საუბრობენ იმიტომ, რომ მათ უნდათ, რაღაც თქვან.

ილია: ამ ქვეყნის მთავარი უბედურება ის არის, რომ გმირზე მეტი მოღალატე ჰყავს.

ოტია: კაცი ერთხელ რომ დაგპირდება და მოგატყუებს, შენი ბრალი არ არის, მისი ბრალია. ადამიანი ხარ და ენდე... მაგრამ, იგივე კაცი იმავეს რომ დაგპირდება და ისევ მოგატყუებს, ეს მხოლოდ მისი ბრალი აღარ არის, შენი ბრალიცაა... ხოლო მესამედ და მეოთხედაც თუ მოგატყუა, ან ბრიყვი ხარ, ან იყიდები და გაწყობს, რომ თავი მოიტყუო!

იოანე ოქროპირი: ერთმანეთის დასადანაშაულებლად ყოველთვის მზად ვართ, იმის გამოსწორებას კი, რაშიც თვითონ ვართ დამნაშავე და სასჯელს ვიმსახურებთ, სულ ვაყოვნებთ.

ბასილი დიდი: როგორც ჟანგი ჭამს რკინას, ასევე, შური – სულს, რომელშიც ის ცხოვრობს.

ნეტარი ავგუსტინე: შენს სალანძღავად ჩათვალე ყოველი სიტყვა, რომლითაც თავს იქებ.

მონტენი: სხვის ცხოვრებაში ყოველთვის ის ერევა, ვინც თავისას ვერ ალაგებს.

ჯიმ რაიანი: მოტივაცია – ეს არის ის, რაც გაწყებინებს, ჩვევა არის ის, რაც გაკეთებინებს.

ვოვენარგი: რამდენი რამეა, რასაც ვერასდროს ვიტყვით, მაგრამ ვერასდროს დავივიწყებთ.

რუსო: ნუ დაისახავთ მოკრძალებულ გეგმებს, მათ არ შეუძლიათ სულის აფორიაქება.

უაილდი: დაივიწყოს მშვიდობა, ვინც ქალის მმართველობა გადაწყვიტა.

ბალზაკი: ქალების ვარაუდები ბევრად უფრო ზუსტია, ვიდრე მამაკაცის მტკიცებულებები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

2–8 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული