ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№19

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 19.05

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

პეტრონიუსი: რა ქნან კანონებმა იქ, სადაც ფული მეფობს.

ილია: ევროპის პოლიტიკაში არც სამართლიანობასა და არც ზნეობას კუთვნილი ადგილი არ უჭირავს და ყოველივე გამორჩენასა და ანგარიშს ექვემდებარება.

აკუნინი: სუსტი ადამიანები მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობენ, არ იყვნენ სხვებზე ნაკლები. ძლიერები კი – რაც არ უნდა მოხდეს, გახდნენ ყველაზე უკეთესნი.

პლატონი: ბავშვობაში ბავშვობა ბეზრდებათ და სურთ, რომ მალე გაიზარდონ, მაგრამ როცა იზრდებიან, ყოველთვის ბავშვობა ენატრებათ.

ჯემალ ქარჩხაძე: კაცი იმას აკეთებს, რაზედაც სინდისი გასწვდება. სინდისს კი ყველა საკუთარი მტკაველით ზომავს.

ტვენი: ერთადერთი, რისი გაკეთებაც უფულოდ შეიძლება, ვალებია.

ემერსონი: როცა აზრზე ვერ მიაქვთ იერიში, აზროვნებას უტევენ.

მაიმონდი: ისწავლეთ, თქვათ: „მე არ ვიცი“ და ეს უკვე პროგრესი იქნება.

იოანე ოქროპირი: მოსაწყენია ადამიანური სიბრძნე, როდესაც ის მხოლოდ საკუთარი განათლებით ხელმძღვანელობს ან, უფრო სწორად, საკუთარი სიბნელით.

ბასილი დიდი: მხოლოდ ისეთი სწავლება ეძიე, რომელიც აღაგზნებს, კვებავს და განამტკიცებს შენში ღვთის სიყვარულს.

კლიმენტი ალექსანდრიელი: მიწაზე ვისწავლოთ ის, რისი ცოდნაც ზეცაში ჩვენთან განუყრელად იქნება.

კიანუ რივზი: შენ არ ხარ მდიდარი იქამდე, სანამ არ გექნება ის რაღაც, რასაც ფულით ვერ იყიდი.

ჰიუგო: იყავი კარგი ადამიანი, მაგრამ არასდროს დაკარგო დრო ამის დასამტკიცებლად.

რუმი: მეგზურად სიყვარულს თუ არ არჩევთ, ცხოვრება უმძიმეს ტვირთად გექცევათ.

კანტი: მეცნიერება – ეს ორგანიზებული ცოდნაა, სიბრძნე – ეს ორგანიზებული ცხოვრება.

ზადორნოვი: ბევრი ქალის ეროგენულ ზონას საფულე წარმოადგენს.

ფრანსუა გიბერტი: კაცები ქმნიან კანონებს, ქალები კი – ზნეობას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა