ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№18

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 12.05

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

ტვენი: უფრო ადვილია, გაასულელო ხალხი, ვიდრე დაარწმუნო ისინი, რომ უკვე გაასულელეს.

ვოვენარგი: ბოროტება, რომელიც გგონია, რომ შეგრჩა, შენი შვილების გზაზე დატოვებული ბომბია.

მონტენი: თავისუფალ ადამიანს ვერავინ გამოიყენებს საკუთარი მიზნების იარაღად.

დოსტოევსკი: ვისაც სინდისი აქვს და დანაშაულს შეიგნებს, დაე, იტანჯოს, მისთვის ეს იქნება სასჯელი.

ილია: ერი, რომელიც სულ სხვის ჭკუაზე დადის, სხვისგან ითვისებს ათასგვარ სიგლახეს, დასაღუპადაა განწირული.

ჯონი დეპი: პასუხის არგაცემა, უკვე პასუხია, თან ძალიან ძლიერი.

რუსო: ჩვენ გაცილებით მოგებულნი ვიქნებოდით, ისეთები რომ ვჩანდეთ, როგორნიც სინამდვილეში ვართ, ვიდრე წარმოვაჩენდეთ იმას, რაც ნამდვილი არ არის.

ბილ შენკლი: მიზნად ცა დაისახე და ჭერს მისწვდები. დაუმიზნებ ჭერს და იატაკზე დარჩები.

კარნეგი: თუ გსურს, ბედნიერება შეინარჩუნო, უნდა გააზიარო.

იოანე კიბისაღმწერელი: თუნდაც საკუთარი თვალით იხილო ცოდვილი, მაინც ნუ განიკითხავ, რადგან ხშირად თვალებიც ცდებიან.

იოანე ოქროპირი: ღვთის სამსჯავრო ჯერ არ ყოფილა. მაშ, ნურც შენ განსჯი დროზე ადრე ნურცერთ ადამიანს. შესაძლოა, ცოდვილი გამოსწორდეს. ცუდი კი კეთილი გახდეს.

ნილოს სინელი: ნუ განიკითხავ სხვას ცოდვის გამო, არამედ საკუთარი თავი იხსენი განკითხვის ცოდვისგან.

ვოლტერი: შენთან ყოფნა შეიძლება, ბევრ ადამიანს უხაროდეს, მაგრამ შენ გარეშე რომ ცუდად გრძნობს თავს, აი, იმ ადამიანისთვის ხარ ყველაზე ძვირფასი.

ჩესტერფილდი: არ შეუსწორო უგუნურს, თორემ შეგიძულებს. შეუსწორე გონიერს და ის დაგაფასებს.

კლიუჩევსკი: ოჯახი არის იქ, სადაც კაცი ღმერთისკენ იყურება, ქალი – ქმრისკენ, შვილები კი – მშობლებისკენ.

უნამუნო: ქალი წმინდანია, რომლის გამოც სხვები ცოდვილნი ხდებიან.

მონტერლანი: ქალები იტყუებიან, რათა საკუთარი გრძნობები დამალონ, კაცები – იმიტომ, რომ აჩვენონ გრძნობები, რომლებიც არ აქვთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა