ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 05.05
ზვიად გამსახურდია: როდესაც რაიმე დიდ საქმეს მსხვერპლად მისი მესვეური შეეწირება, ეს მოასწავებს ამ საქმის გამარჯვებას.
ვოვენარგი: სიტყვებს აქვს ძალა, მაგრამ ცხოვრებას ქმედებები განსაზღვრავს.
პიუზო: მთავარი ის კი არ არის, ვინ არის ნამდვილი შენ წინაშე, არამედ ის, თუ ვინ რჩება შენ ზურგს უკან ერთგული.
ილონ მასკი: ფული არც ისე კარგია, როგორი ცუდიც უფულობაა.
იოანე ოქროპირი: მოწყალების მეშვეობით ადამიანთა პატივისცემის ყიდვა, ნიშნავს ძალიან ძვირად, ზეცის ფასად იმის მიღებას, რაც შენთვის მოწყალების ჯილდო უნდა ყოფილიყო.
ისააკ ასური: არ არსებობს დედისა და ბავშვის ღიმილზე უფრო ლამაზი ღიმილი; არ არსებობს იმ დიდსულოვნებაზე უმშვენიერესი ღიმილი, რომელიც ქველმოქმედებას ფარავს.
ნილოს სინელი: ნეტარია, ვინც იმისთვის მარხულობს, რომ ღარიბებს აჭამოს.
მონტენი: არავინ გაგიხსენებს, რამდენი მოითმინე, მაგრამ იმას ყოველთვის გაგახსენებენ, რაც ვეღარ მოითმინე.
ვებერი: ცხოვრებაში მხოლოდ იმ პრობლემებს ვაწყდებით, რომელთა გადაჭრაც შეგვიძლია.
კარლინი: თქვენ არ შეგიძლიათ, აუხსნათ მარილის გემო ადამიანს, რომელსაც მხოლოდ შაქარი აქვს გასინჯული.
რუსო: გამოცდილება – ეს არის სიტყვა, რომელსაც ადამიანები თავის შეცდომებს არქმევენ.
ვოლტერი: იარა, რომელიც ახლობელმა ადამიანებმა მოგაყენეს, არ იკურნება, რადგან მათ იცოდნენ, სად უნდა დაერტყათ.
კლიუჩევსკი: მშობლები შვილებს ლაპარაკს ასწავლიან, შვილები კი მშობლებს – დუმილს.
ჩესტერფილდი: მამაკაცები უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ, ქალები რომ ნაკლებს ლაპარაკობდნენ.
ჟვანეცკი: ცუდი ცოლი წვიმაზე უარესია; წვიმა ქმარს სახლისკენ უბიძგებს, ხოლო ცუდი ცოლი – სახლიდან წვიმაში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან